ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.

- ლაშა ტალახაძე: ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით

ტალახაძემ რიოში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
დალი მოიპოვა! [VIDEO]" />

დღესვე გამოსვლა +105 კგ-ში მესამე ადგილზე დაასრულა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: თითო ოქრო-ვერცხლი და სამი ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66) მოიპოვა, მანამდე კი პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) - ბრინჯაო.

საერთო ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის მე-40 ადგილს ეთიოპიასთან იყოფს.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 73 /
შენ შემოგევლე, ვტირი ამხელა კაცი, მეამაკები საქართველოს გულო და სულო, შენს მკლავებს ვენაცვალე
.......
17 აგვისტო 2016 12:07
0
თქვენ გაიხარეთ.ასეთი სიხარულისთვის. ამ გამარჯვებამ ყველაფერი გადაწონა.მადლობა კიდევ ერთხელ.
giorgi
17 აგვისტო 2016 12:01
0
sachxere???5 თვეა მშენებლობა მიდის დარბზის თანაც დიდი და თანაამედროვე
უხილავი
17 აგვისტო 2016 11:35
0
ჩემი ხატია საამშობლო, სახატეე მთელიი ქვეეყანა.... გილოცავთ ქართველებო!
bavaria
17 აგვისტო 2016 11:29
0
მესამე ქართველი რომ ყოფილოყო ამ წონაში ის ვერცხლს აიგებდაა. გილოცაავთ რაც მე ვინერვიულე ხო გავათენე მერე სიხარულისაგან ვეჰატც დავიძინე :)
ხატია
17 აგვისტო 2016 11:29
0
ეს ის დღე გათენდა როდესაც ქართველი ამაყად შემართული იტყვის მე ქართველი ვარ ის ქართველი ვინც მიუხედავად დიდი წარუმატებლობისა და იმედგაცრუების შემდეგ გავამართლეთ ჩვენი ცდა. ცდავ იმ შედეგისთვის რასაც აგერ უკვე ერთი კვირაა ოლიმპიადაზე ველით ბევრი ცრემლი ბევრი იმედგაცრუება ბევრტი ბრაზი ბევრიც შეძლების უქონლობა (თავს ზევით ძალა არაა) და აი ესაა სწორედ ამის კეთილი დასაწყისი ამ ოლიმპიადაზე ჩვენ მეტი , ბევრად მეტი შეგვეძლო ნპირველი ხარისხში დაგვებევა მაგრამ გუშინ მოხდას ეს დაე ეს ყოფილიყოს ის დღე, რომელიც გააგრძელებს შემდგომ წარმატებებს პირველ ხარისხში !
DAVITI
17 აგვისტო 2016 10:40
0
საჩხერე იქცა შტანგისტების სამჭედლოდ. ერთი მაგარი დარბაზი ეკუთვნით. გაიკარი ბიძო ხელი ჯიბეზე
sachkhere
17 აგვისტო 2016 10:25
0
მადლობა ლაშასაც და ირაკლისაც ჩვენი გახარებისთვის.
giga
17 აგვისტო 2016 10:19
0
აი გოლიათი!ვენაცვალე,ყოჩაღ!ლაშა საქართველოს სიხარულია....
G-ordi
17 აგვისტო 2016 10:03
0
რა გასწორებულში უსმენდა ჰიმნს :) და ალბათ მთელი საქართველოც ეგრე იყო. გენაცვალეთ ლომებო...
ziqenbud
17 აგვისტო 2016 10:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული