ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.

- ლაშა ტალახაძე: ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით

ტალახაძემ რიოში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
დალი მოიპოვა! [VIDEO]" />

დღესვე გამოსვლა +105 კგ-ში მესამე ადგილზე დაასრულა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: თითო ოქრო-ვერცხლი და სამი ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66) მოიპოვა, მანამდე კი პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) - ბრინჯაო.

საერთო ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის მე-40 ადგილს ეთიოპიასთან იყოფს.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 73 /
მაგარი კაცი ვულოცავთ,იშრომა მოინდომა და დადო უმაღლესი შედეგი,ამ ოქროს უკან ძალიან დიდი შრომა აქვს მას გაწეული,
ავთო
17 აგვისტო 2016 08:36
0
მთელ კორპუსს ესმოდა ჩემი ღრიალი, თქვენ გენაცვალეთ მგლებო, როგორც მე თქვენ გამახარეთ ისეთმა გახარებულებმა იარეთ მთელი ცხოვრება
cezarius
17 აგვისტო 2016 08:21
0
გაიხარეთ ლომებო.
vep1963
17 აგვისტო 2016 08:01
0
ოლიმპიური ოქრო ყველა ძვირფასია, მაგრამ არის განსაკუთრებულიც: 100 მეტრზე სირბილში, სიმაღლეზე ხტომაში, კალათბურთში, მძიმეწონოსანთა შტანგაში და კრივში
რუსებს ჰყავდათ გაბერილი და დოპინგით გაჭყეპილი შტანგის მძიმეწონოსანი ჩემპიონები ჟაბოტინსკი, ალექსეევი, რომელთაც 5–5 გრამად ამატებინებდნენ რეკორდზე და პლანეტის უძლიერეს ადამიანებს უწოდებდნენ. მათი და სხვათა რეკორდები დამხობილია ჩუმად და ლამაზად. რავარია?
_+&
17 აგვისტო 2016 07:56
0
ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო. მთელ გუნდს მადლობა რო საქმეს პროფესიონალურად მიუდგნენ. მთელი საქართველო ხარობს..
REZO
17 აგვისტო 2016 07:52
0
გილოცავ ლაშა შენ მთელი საქართველო გაახარე!გმერთმა დაგლოცოს ჩვენი ერის გახარებისთვის! მთელ საქართველოს ვულოცავ ამ ბრიწყინვალე გამარჯვებას
DDD
17 აგვისტო 2016 07:51
0
ვულოცავ მთელ საქართველოს.......მსოფლიოში უძლიერესი ადამიანი ქართველია. აი ესეთი ადამიანებიც იბადებიან საქართველოში. ლაშა ხელის გულზე უნდა ატაროს მთელმა ქვეყანამ. კიდევ ბევრი დიდი წარმატება აქვს წინ....
ლევანი
17 აგვისტო 2016 07:48
0
ჩინეთიდან გილოცავთ ბიჭებო, გაიხარეთ როგორც მე გამახარეთ :*
მარიამი
17 აგვისტო 2016 07:41
0
ჩუმად,წყნარაად,ყოველგვარი ბაქი-ბუქის გარე
შე....აი,ასეთი ხალხია მისაბაძი და დასაფასებელი...ნამდვილი ქართველები .....
გიხაროდენ...
17 აგვისტო 2016 07:39
0
ეს ბიჭი ტალანტია. ეს კიდევ არაა ამის მაქსიმუმი. თქვენ გაიხარეთ
Geo
17 აგვისტო 2016 07:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული