ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.

- ლაშა ტალახაძე: ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით

ტალახაძემ რიოში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
დალი მოიპოვა! [VIDEO]" />

დღესვე გამოსვლა +105 კგ-ში მესამე ადგილზე დაასრულა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: თითო ოქრო-ვერცხლი და სამი ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66) მოიპოვა, მანამდე კი პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) - ბრინჯაო.

საერთო ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის მე-40 ადგილს ეთიოპიასთან იყოფს.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 73 /
ძალიან დიდი მადლობა ასევე გიორგი ასანიძეს, შენი წვლილი უდიდესია ჩვენო ჩემპიონო, კიდევ ბევრი ჩემპიონი გაგეზარდოს, უძლიერესი ხარ, უდიდესი მადლობა შენ მთელი საქართველოსგან.
დათო
17 აგვისტო 2016 04:13
0
გილოცავთ ბრწყინვალე გამარჯვებას, მსოფლიო რეკორდი! სერიოზული ხალხი, პროფესიონალები, პატრიოტები, პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ და შედეგს დებენ ასეთი ადამიანები. მადლობა ლაშა ტალახაძეს, მადლობა ირაკლი თურმანიძეს, მადლობა გიორგი ასანიძეს და სამწვრთნელო შტაბს! ეს არის ქართულო სპორტის ოქროს სტანდარტი. მისაბაძი მაგალითი სპორტის დანარჩენი სახეობებისთვის და ახალი თაობის სპორტსმენებისთვის. მსოფლიო რეკორდსმენი ქართველია!
ლუკა
17 აგვისტო 2016 04:11
0
გენაცვალეთ ბიჭებო, ლაშა ჩვენი გმირი ხარ, შენ ასახელე მთელი საქართველო და საქართველოში კი საჩხერე, გენაცვალეეეთ.... ირაკლი შენ კი ჩვენი დევგმირი ხარ, გენაცვალეთ ბიჭებო, წარმატებები მომავალ ასპარეზობებზე დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ სიხარულს მოუტანთ საქართველოს:))
დათო
17 აგვისტო 2016 04:09
0
გენაცვალეთ ლომებო!!! ააგუგუნეთ საქართველოს ჰიმნი!!!
დათო
17 აგვისტო 2016 04:09
0
Mravalzamier...
tigimani
17 აგვისტო 2016 04:08
0
Tqven genacvaleeet!!! Gilocaaavt!!! Uuuf daclili var emociebisgan. Mglebi xart bicheboo!!!
Shota
17 აგვისტო 2016 04:07
0
გაიხარეთ საამაყო ქართველებო, ქართველების გახარებისთვის
gocha gigauri
17 აგვისტო 2016 04:06
0
დიიიიიიიიიიდიიიიიიიიიიიიიი მადლობა ქართველ გოლიათებს მთელ სამწვრთელო შტაბს და მართლა პროფესიონალს გიორგი ასანიძეს ვაჟკაცების ამ დონეზე მომზადებაშI
koki
17 აგვისტო 2016 03:58
0
გილოცავთ ყველას
გიორგი
17 აგვისტო 2016 03:58
0
მადლობა ბიჭებოო!!!!!
nikola
17 აგვისტო 2016 03:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული