ლაშა ტალახაძე: ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით

AutoSharing Option
ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის და მსოფლიო რეკორდსმენისთვის, ლაშა ტალახაძისთვის მიღწეული შედეგი მოსალოდნელი იყო. ტალახაძემ ასპარეზობის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

- ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO+PHOTO]

"ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით.

მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი, ამისთვის მე და ირაკლიმ ძალ-ღონე არ დავიშურეთ. პირველი ადგილი დავიკავე და ოლიმპიური ოქრო მოვიპოვე. მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა”, - განაცხადა ტალახაძემ.

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.
მან ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში.

გუშინვე გამოსვლა +105 კგ-ში მესამე ადგილით დაასრულა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა, ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და სამი ბრინჯაო. გუშინ, 16 აგვისტოს ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66) მოიპოვა, მანამდე კი პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) - ბრინჯაო.

საერთო ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის ეთიოპიასთან მე-40 ადგილს იყოფს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ ერთხელ ვიმეორებ,შეიძლება ყველაზე ნიჭიერი ხარ,ყველაზე კარგად ხარ მომზადებული და ყველაზე ძლიერი ხარ,მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდე,რატომ? იმიტომ,რომ დღეს კარგ მონაცემებთან ერთად საჭიროა ბრძოლის წარმართვა,კონკურენტებთან ინდივიგუალურად,ყოველ მათგანთან მასზე მორგებული ბრძოლის თავზე მოხვევა და შედეგიც არ დააყოვნებს,აი ისე,როგორც ტალახაძემ გააკეთა,ის ირანელიც მაგარი კაცია,ძლიერი სპორცმენია და თანაც ვაშკაცია,მაგრამ სათანადოდ მან და მისმა შტაბმა ვერ დაგეგმეს ბრძოლა,ისე,როგორც საჭირო იყო და შედეგიც სახეზეა,ძალიან გთხოვთ მომავალში სპორცმენებმა და მწვრთნელება გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და შედეგიც მოვა,უეჭველად მოვა.
roma
12:46 17-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული