შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში თავიდან კვალიფიკაციაში იასპარეზა, სადაც 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა. ნახევარფინალში მან მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. აღსანიშნავია, რომ ნადირაძემ ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.
- რიო 2016: ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ფინალშია! [VIDEO]
"ჩვენი პროგრამა მინიმუმი საერთოდ ლიცენზიის აღება
გავაგრძელე ვარჯიში, მაქსიმალურად დავიხარჯე, რამაც დღევანდელი შედეგი განაპირობა და კიდევ ერთი გეგმა წარმატებით შეასრულა. ეს ისეთი სპორტია, სადაც ვერაფერს ივარაუდებ წინასწარ - მსოფლიო ჩემპიონები ფინალში ვერ მოხვდნენ.
დღეს ყველანაირად განვეწყე, პირველ გაცურვისას ძალები შევინახე, ძალიან არ დავღლილვარ - ნახევარფინალზე ვფიქრობდი! ნახევარფინალში უკვე მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონებთან მომიწია ბრძოლა, მაგრამ მოვახერხე მათი უკან ჩატოვება და ფინალში გასვლა. დისტანციის გავლისას რამდენიმე შეცდომა დავუშვი, რომელსაც ხვალისთვის გავითვალისწინებ და გამოვასწორებ.
ფიზიკურად არ ვარ კარგ ფორმაში და ის შედეგი, რომელიც დღეს დავაფიქსირე, ფსიქოლოგიურმა განწყობამ მოიტანა. 2015 წლის 25 ნოემბერს გავიკეთე წელის ოპერაცია და 25 თებერვლიდან შევუდექი ნელ-ნელა ვარჯიშს. დიდი ჭრილობა მქონდა და 18 მაისს, როცა ლიცენზია მოვიპოვე, ჯერ კიდევ მაშინ არ იყო შეხორცებული, ამიტომაც ვერ ვარ დღეს კარგ ფიზიკურ კონდიციებში.
ფსიქოლოგიური განწყობა ის არც ხვალ მომაკლდება. ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ჩემის მხრივ, მაქსიმალურად დავიხარჯები", - გვითხრა ნადირაძემ.
ფინალური დაპირისპირება 18 აგვისტოს, ჩვენი დროით 16:25 საათიდან დაიწყება.
ქალბატონი თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტო კარგად გადმოსცემს რიოს ოლიმპიურ ბატალიებს. ეს ფოტოები იმსახურებენ ცალკე გალერეა-ვებსაიტს. მადლობა.