იხილეთ ვიდეო
რიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე მძიმე წონის ძალოსანთა შეჯიბრებისას სახელოვანმა ათლეტებმა მოიყარეს თავი. თავად განსაჯეთ: ირანელი ბეჰდად
ქართველმა სპორტსმენმა, რომელსაც ძალოსნობაში ვარჯიში მამამ, ახლო წარსულში ასევე სახელოვანმა სპორტსმენმა კობა ტალახაძემ დააწყებინა. სპეციალისტების ყურადღება ჯერ კიდევ ექვსი წლის წინათ მიიქცია, როცა 2010 წელს ესპანურ ვალენსიაში 17-წლამდელთა ევროპის პირველობა მოიგო - სამი ოქროს მედალი მოიპოვა. მაშინ 158 კილოგრამი აიტაცა და 188 კილოგრამი აკრა.
ერთი წელიც არ იყო გასული, რუმინეთში ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა - აქაც სამი ოქრო ერგო, თანაც დროის მცირე მონაკვეთში საგრძნობლად გაზრდილი შედეგებით: 185 კილო აიტაცა და 217 კილო აკრა. ასეთი ნაბიჯებით წინსვლამ ლაშა ტალახაძე უფრო დიდ მწვერვალებთან მიიყვანა: შარშან ამერიკულ ჰიუსტონში მსოფლიოს ჩემპიონატზე 207 კილოგრამი აიტაცა, 247 კილო აკრა და ორჭიდში 254 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ტურნირის გამარჯვებულ რუს ძალოსანს დოპინგი ჰქონია მიღებული - სისხლში აკრძალული პრეპარატი იპამორელინი აღმოუჩინეს და ნებისმიერი რანგის შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალეს.
სრულიად სამართლიანად ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონად გამოცხადდა. მაშინ 438 კილოგრამით მეორე ადგილზე ესტონელმა მარატ სეიმმა გადაინაცვლა, ხოლო სომეხ გორ მინასიანს 437 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი ერგო.
ლაშა ტალახაძემ მორიგ წარმატებას წლეულს ნორვეგიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია - ჰისტონური შედეგი ერთბაშად 9 კილოგრამით გაზარდა: ორჭიდში 463 კილოგრამით (212+251) მოიპოვა ჩემპიონობა, თან ატაცში ევროპის რეკორდი გააუმჯობესა. სომეხმა და ესტონელმა ძალოსნებმა კი კვარცხლბეკზე ადგილები გაცვალეს - მინასიანი 442 კილოთი მეორე იყო, ხოლო სეიმი 424 კილოთი მესამე ადგილს დასჯერდა.
მაშინ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ლაშა ტალახაძეს ვკითხე, ატაცში სალიმის მსოფლიო რეკორდის (214 კგ) გაუმჯობესება თუ შეგეძლო-მეთქი.
"ჩვენი მიზანი რეკორდების დამყარება არ ყოფილა, თორემ არც ეს იქნებოდა მიუწვდომელი. ახლა ჩემი და მწვრთნელების მთავარი საზრუნავი ოლიმპიადისთვის სათანადოდ მომზადებაა. თუ საჭირო გახდება, ოლიმპიადაზე გავრისკავთ, მით უმეტეს, რომ ბოლო შეკრებისას იოლად ავიტაცე 215 და ავკარი 260 კილო", - მითხრა ლაშამ.
ქართველმა ძალოსანმა რიოს ფიცარნაგზე სიტყვა პირნათლად შეასრულა - ექვსი ცდა გამოიყენა და ორი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა: ატაცი ლაშამ 205 კილოგრამით დაიწყო. ირანელმა კილოთი მეტი დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ 210-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა, სალიმმა - 211 კილო. მესამე მისვლისას საჩხერელმა სპორტსმენმა 215 კილოგრამით მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, მაგრამ ორიოდე წუთში 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ისევ კილოგრამით აჯობა ჩვენებურს. დარბაზში მყოფმა ირანელმა ქომაგებმა ლამის ჭერი ახადეს დარბაზს, თუმცა მათი გადამეტებული სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა.
აკვრაში ასპარეზობა ტალახაძემ 242 კილოგრამით დაიწყო - იოლად გაუმკლავდა წონას. ბეჰდად სალიმს 245 კილო ჰქონდა შეკვეთილი. პირველი ცდისას მან აკრა შტანგა, მაგრამ დაფიქსირება ვერ შეძლო, რის გამოც მეორედ მიუბრუნდა ამ წონას. თითქოს ისევ დაიმორჩილა შტანგა, მსაჯებმაც ჩაუთვალეს, მაგრამ ჟიურიმ მსაჯების გადაწყვეტილება შეცვალა. ყოველივე ამან მწყობრიდან გამოიყვანა ირანელი სპორტსმენი, მესამე ცდისას წონას ვერ მოერია და შეუფასებელი დარჩა - ტიტულოვანმა სპორტსმენმა რიოს ოლიმპიური ფიცარნაგი უსახელოდ დატოვა.
კერპის ფიასკოთი გაბრაზებულმა ირანელმა გულშემატკივრებმა ხმაურით სცადეს ტალახაძისთვის ხელის შეშლა, მაგრამ ქართველმა სპორტსმენმა ნერვების აუტოკებლად აკრა 252 კილოგრამი და ორჭიდში ვადამდე მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა.
ახლა კი დარბაზში ქართველი გულშემატკივრების ჯერი დადგა. მათ ომახიან შეძახილებსა და ტაშის გრიალში ლაშამ მეტოქეებისთვის შოკისმომგვრელი (ცხადია, ორჭიდის ჯამში) წონა შეუკვეთა - 258 კილო და ეს წონაც იოლად დაძლია, ორჭიდში 473 კილოგრამი მოაგროვა და ჯერ კიდევ 16 წლის წინათ, 2000 წელს, ირანელი ჰოსეინ რეზა ზადეს მიერ დამყარებული მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდები კილოგრამით გააუმჯობესა, რითაც მთელი საქართველო გაახარა და რიოში საქართველოს სპორტულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ქართველმა ძალოსნებმა 16 აგვისტოს ერთ სიხარულს არ დაგვაჯერეს. მას შემდეგ, რაც მედლებისთვის ბრძოლის მარათონს ირანელი ბეჰდად სალიმი გამოაკლდა, მედლის მოპოვების შანსი გაუჩნდა 2015 წლის ევროპის ჩემპიონ ირაკლი თურმანიძეს, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში მეორედ მონაწილეობდა.
ჩაქველმა სპორტსმენმაც ექვსივე ცდა გამოიყენა, 197, 203 და 207 კილო აიტაცა, 228, 235 და 241 კილოგრამი აკრა და ორჭიდში 448 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა. ირაკლისთვის გასწრების შანსი ჰქონდა სომეხ რუბენ ალექსანიანს, მაგრამ ბოლო ორი მისვლისას 254-კილოიან შტანგას ძვრა ვერ იყო. სამაგიეროდ, თურმანიძეს ორჭიდში 3 კილოთი აჯობა და ოლიმპიური ვერცხლის მედალი სომეხ გორ მინასიანს ხვდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ბინებთან ერთად ოლიმპიურ ჩემპიონ-ს
მინიმუმ 150 000 დოლარი უნდა გადაეცეს.
მეორეს - 130,
მე-3-ს 100,
4-5-ს 70 000 მაინც .
6-7-8 -ს 50 000 (!)
შესაბამისად მსოფლიო და ევრიპოს პირველობებზე,
ახალგაზრდბშიც ს ო ლ ი დ უ რ ი ფულადი ანაზღაურება- მ ყ ა რ ი -მ ო ტ ი ვ ა ც ი ი ს ა თ ვ ი ს (!)
ოლიმპიურ მონაწილეს
და ოლიმპიურ, მსოფლიოს და
ევროპის ჩემლიონატებში
შედეგის ვერც დამდეგსაც რაღაც -მინიმუმ 10-20 000 & თანხა !!
სპორტსმენებს და საერთოდ ახალგაზრდა თაობებს მეტი სტიმული მეტი დ ა ი ნ ტ ე რ ე ს ე ბ ა ქონდეს (!)
და ეს ს ტ ა ნ დ ა რ ტ ა დ უნდა იქცეს (!)
სად არის ქართველი ბიზნესმენები ,
არ ყოფნით ამისთვის ფული?!
აბა,რ ი ს თ ვ ი ს ყოფნით ?!
ოფშორებში შესანახათ,და რ ი ს თ ვ ი ს ?!