რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 19 აგვისტოს

AutoSharing Option
19 აგვისტოს რიოს ოლიმპიადაზე სპორტის 2 სახეობაში სამი ქართველი სპორტსმენი გამოვა.

მხატვრულ ტანვარჯიშში მრავალჭიდში სალომე ფაჟავა იასპარეზებს.

17:20 - 18:50 მრავალჭიდი, კვალიფიკაცია - I ჯგუფი
19:15 - 20:15 მრავალჭიდი, კვალიფიკაცია - II ჯგუფი
21:50 - 23:05 მრავალჭიდი, კვალიფიკაცია - III ჯგუფი
23:20 - 00:50 მრავალჭიდი, კვალიფიკაცია - IV ჯგუფი

- რიო 2016: დღეს სალომე ფაჟავა "რაჭულით" ბრაზილიელებსაც ააცეკვებს

19 აგვისტოს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ორი ქართველი სპორტსმენი გამოვა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) და იაკობ მაქარაშვილი (74).

17:00 - 20:00 57
კგ/74 კგ: კვალიფიკაცია
23:00 - 00:00 57 კგ/74 კგ: რეპეშაჟი
00:00 - 00:30 57 კგ: III ადგილისთვის
00:45 - 01:00 57 კგ: ფინალი
01:00 - 01:30 74 კგ: III ადგილისთვის
01:30 - 02:00 74 კგ: ფინალი

- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წილისყრამ მთავარ მეტოქეებს აარიდა

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტატამი მხოლოდ ძიუდოისტებისთვისაა! სამბისტებიც ხალიჩაზე ჭიდაობენ!!!
ramaz
13:37 19-08-2016
0
რაღაც გაუგებარი ხდება. 57 კგ წონით კატეგორიაში ფავორიტებად ხინჩეგაშვილი და ირანელი რაჰიმი ითვლებოდნენ. ნახევარი საათის წინ, რუსულმა და ტოტალიზატორებმა ძირითად ფავორიტად აზერბაიჯანელი ალიევი დაასახელეს, თუმცა დილით მისი შანსები ძალიან დაბალი იყო. ალიევი მეოთხედფინალში ხინჩეგაშვილს უნდა დაუპირისპირდეს. ცუდი წინათგრძნობა მაქვს. ყველაფერ ამას ძალიან ცუდი სუნი ასდის, იქიდანაც გამომდინარე, რომ აზერბაიჯანს ჯერ ოქრო არ მოუპოვებია.
gogig
14:05 19-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული