ქართველმა ტანმოვარჯიშემ სამი სავარჯიშო უკვე შეასრულა ბურთით, რგოლითა და ბაფთით და ჯამში 51.682 (17.233, 17.783 და 16.666) ქულა აქვს. ამ შედეგით სალომე მე-14 ადგილს იკავებს.
- რიო 2016: სალომე ფაჟავამ ბურთით ვარჯიში შეასრულა [VIDEO]
- რიო 2016: სალომე ფაჟავამ რგოლით ვარჯიში შეასრულა [VIDEO]
საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეებს ბოლო, მეოთხე ვარჯიში გურზებით აქვთ შესასრულებელი. სალომე ფაჟავა ამ სავარჯიშოს "რაჭულის" თანხლებით შეასრულებს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე მრავალჭიდში სულ 26 სპორტსმენი
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.