რიო 2016: სალომე ფაჟავამ საკვალიფიკაციო ვერ დაძლია

AutoSharing Option
19 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მხატვრულ ტანვარჯიშში გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა სალომე ფაჟავამ.

ქართველმა ტანმოვარჯიშემ, რომელსაც შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება ტრავმამ არ მისცა, მრავალჭიდში, 26 სპორტსმენს შორის, ჯამში 69.115 (17.233 17.783 17.433 16.666) ქულით, მე-14 ადგილი დაიკავა.

ფინალში მედლებისთვის ბრძოლას კი 10 საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან შემეცოდა სალომე,ადამიანი კიბეზე წვალებით და რომ ადის ჩადის და იქვე ,ხალიჩაზე რაჭულის ცეცხლს ანთებს პირზე ღიმილით.არ ვიცი რა ვთქვა,ყოჩაღ,ვაჟკაცი გოგო ხარ.მოირჩენ მაგ ტრავმებს და ოთხი წელიც უცებ გავა,ნორმალური დარბაზიც გექნება და ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებ.
სოსო
20 აგვისტო 2016 13:29
0
ბოლო გამოსვლა არ მომეწონა
იკა
20 აგვისტო 2016 11:28
0
ასე მშარალოდ რომ გვაცნობეთ სალომეს ამბავი, ორი სიტყვით ის მაინც გეთქვათ რომ სერიოზული ტრავმით და ტკივილით გამოვიდა საასპარეზოდ. უცხოელმა იცის ისევ დაფასება, სულ გმირი ეზახა ინგლისელმა კომენტატორმა ვიასატზე. მეტ ყურადრებას იმსახურებს ეს გოგო.
რეზო
20 აგვისტო 2016 11:16
0
ერთ-ერთი საუკეთესო იყო,ათეულში კი არა ხუთეულში უნდა შეეყვანათ,მაგრამ აქ ძიუდო არ არის ვინმე ბეჭებზე გააკრას და საოცრად მიკერძოებულ და სუბიექტურ მსაჯებს შანსი არ დაუტოვოს...
a talanti
20 აგვისტო 2016 01:39
0
მეც ამატირა, ოღონდ მეგონა მარტო მე :) . წარმატებები სალომე , არ მოდუნდე და შრომა გააგრძელე, ნიჭი და შრომა წარმატების ფორმულაა . გული არ დაგწყდეს
ლაშა19
20 აგვისტო 2016 01:35
0
სალომემაც აგვატირა.
ძალიან ლამაზი გამოსვლები ჰქონდა.

არაუშავს, მაინც მიღწევაა. მაყურებელთა სიმპატია ნამდვილად დაიმხსახურე.
გოგი.
20 აგვისტო 2016 01:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული