რიო 2016: სანდრო ამინაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში, 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზა სანდრო ამინაშვილმა.

ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ქართველი ფალავანი 1/8-ფინალურ შეხვედრაში პოლონელ მათეუშ ბარანოვსკის დაუპირისპირდა და დამარცხდა - 2:2, თუმცა ორქულიანი შეტევით უპირატესობა პოლონელს მიენიჭა.

იმ შემთხვევაში, თუ პოლონელი მოჭიდავე ფინალში გავა, ამინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
პოლონელთან რო წააგებ, გავარდები, იმიტომ რომ მაგათ სუსტი მოჭიდავეები ჰყავთ და მომდევნო პირველივე შეხვედრაში დამარცხდება.
გიგილო
20 აგვისტო 2016 20:11
0
პატარა გორი დიდიაააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გიჟუა
20 აგვისტო 2016 19:46
0
მარსაგიშვილი გაცილებით ძლიერი და გამოცდილი მოჭიდავეა და რატომ არ წაიყვანეს არ მესმის,ეს იყო ან შეცდომა ან უფრო სწორად ვიღაცის ინტერესი,ეს უნდა გაირკვეს,თორემ მომავალში უფრო დიდი დოზით მოხდება უსამართლობა.
roma
20 აგვისტო 2016 18:36
0
ბოლო წამებზე ორი ხელით დაიჭირა ფეხით მეტოქე და ვერ გამოიყენა ეს... რომ არ ქონოდა შანსი კი, მაგრამ ამის არგამოყენება, ასეთ დროს ორი ქულის ვერაღება წარმოუდგენელია...
David
20 აგვისტო 2016 18:06
0
არ გინდათ ყველაა მოჭიდავე რომ გორიდან წაიყვანოთ ხო ატყობთ მაგათ ჟილკა არ ააქვთ საერთოდ თურ უნდა ნუ გამოვა ქვეყნის სახელით
gio gori
20 აგვისტო 2016 17:57
0
ვინმემ იცით მარსაგიშვილი რატომ არ წაიყვანეს? აშკარად ის უფრო ძლიერია ვიდრე ამინაშვილი.
ნაცი ხვიტია
20 აგვისტო 2016 17:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული