20-დან 23 ოქტომბრის ჩათვლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ, ხოლო 25-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით ბერძნულ-რმაული სტილით მოჭიდავეები.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუდაპეშტში 23-ში ჩავა. მსოფლიოს კონკურენციაში 25 ოქტომბრიდან ჩაებმება.
ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე სულ 5 მედალი მოიპოვეს. თავისუფალ ჭიდაობაში ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა
დღეს ტატამზე წინასწარი შეხვედრები და ნახევარფინალები გაიმართება, საქართველოს ნაკრებიდან კი გამოვლენ:
61 კგ - ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
86 კგ - სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
125 კგ - გენო პეტრიაშვილი (გორი)
შეხვედრები ჩვენი დროით 12:30 საათიდან დაიწყება. ამ წონების ფინალური შეხვედრები მომდევნო დღეს ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება გაიმართება.
21 ოქტომბერი
57 კგ - ოთარ გოგავა (ხონი)
65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
79 კგ - დავით ხუციშვილი (საგარეჯო)
92 კგ - დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)
22 ოქტომბერი
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)