რიო 2016: გენო პეტრიაშვილი მეოთხედფინალშია!

AutoSharing Option
20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში მეორე ორთაბრძოლაც მოიგო მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა.

ევროპის წლევანდელი ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი ქართველი ფალავანი მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს შეხვდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 11:6 მოუგო. მეოთხედფინალში გენოს მეტოქე ირანელი ნემათ ჩასემი იქნება.

პეტრიაშვილი ასპარეზობაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 სძლია.

- რიო 2016: გენო პეტრიაშვილი მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

 

მკითხველის კომენტარები / 15 /
ირანი-ს,

აბა რა არის გერიდება დაწერო როგორი ბუნძულაუსკასი გაუკეთა თურქმა შენს ირანელს?! ))) 4/4 სამარცხვინო ფრით მაინც არ მოუგია, იმ თურქს! შენს ირანელს კარგად აჭამა!
Lado
05:04 21-08-2016
0
ძმებო,მე სოსო ვარ,იმ სოსოში არ აგერიოთ თავის სახელს ლათინური ასოებით რომ სწერს,გენოზე ასეთი რამის სათქმელად ენა როგორ მოუტრიალდა ამ კაცს,ყველა ყველა და გენო სასაცილოდ ასაგდები ბიჭია?ყველა მაგისთანა გვყავდეს ნეტავი.
სოსო
13:24 21-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული