რიო 2016: გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში 1/4- ფინალში დამარცხდა და სანუგეშო ტურნირში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი.

გენომ ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო, რომელმაც გამარჯვება ბოლო 2 ქულიანი გდების უპირატესობით მოიპოვა (4:4). ეს უკანასკნელი კი ფინალში გავიდა.

ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 მოუგო, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 სძლია.

დღესვე სასტარტო შეხვედრა დათმო და ბრძოლას გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი (86).

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

 

 

მკითხველის კომენტარები / 19 /
ტაკტიკა უნდა ასწავლოს მწვრთნელმა.უაზროდ რამდენი მედალი დავკარგეთ.
გოგი
20 აგვისტო 2016 20:17
0
მარიე მე გენოს არ ვგულისხმობ,თუ უყურე საზმაუზე რეპორტაჟებს იქ მოუსმენდი ტრაბახის კორიანტელს,რაც შეეხება თვითდაჯერებას უმაგისოდ არც ერთ საქმეს ხელი არ უნდა მოკიდო მაგრამ ზედმეტმა კი ფეხის დაცდენა იცის რაც დაემართა ამ მართლა უნიჭიერეს სპორტსმენს
levani
20 აგვისტო 2016 20:16
0
რა ცოტა დააკლდა მეტი სიფხიზლე არაძალიან მაგარია
levani56
20 აგვისტო 2016 20:02
0
ლევანი-ს,

როდის უტრაბახია გენო პეტრიაშვილს? ამ უხმო და თავმდაბალ ადამიანს ერთი იქნება მითხრა? სირცხვილია ასე მოგების ნიშნით რომ ლაპარაკობ!!! ვინ იცის იმ ირანელს გულშემატკივრობდი?!
Marie
20 აგვისტო 2016 19:58
0
სად გინახავს ტრაბახა გენო?...
Irakli Apkhaidze
20 აგვისტო 2016 19:58
0
გენო, ყველაფერი წინ გაქვს. წარმატებები. ირანელი ძლიერი იყო და დაამტკიცა კიდეც ფინალში გასვლით. მოუმატე გენო და მომავალ ოლიმპიადაზე ოქრო შენია, დიდი პოტენციალი გაქვს!
ხევსური
20 აგვისტო 2016 19:48
0
გენოსნაირად ბევრს ეჩიდავა მადლობა თქვით
gaguuu
20 აგვისტო 2016 19:47
0
ეს იყო ტაქტიკურად წაგებული ბრძოლა. სხვათაშორის, ტაქტიკურად არასწორად წარმართა ბრძოლა ზასეევთანაც და ბოლოს მოეგო გონს. ისე კი მთელი თავით მაღლა დგას დანარჩენებთან შედარებით და ეს მისთვის ჭკუის სასწავლი გაკვეთილი იქნება.
zurab
20 აგვისტო 2016 19:41
0
ეს იცის ბევრმა ტრაბახმა და ზედმეტმა თვითდაჯერებამ
levani
20 აგვისტო 2016 19:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული