გენო პეტრიაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ფინალში გენო პეტრიაშვილი (+125 კგ) ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან 0:11 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

პეტრიაშვილმა ფინალამდე ბალი სოუს (კამერუნი), დაღესტნელ აბდულა კურბანოვს, რობერტ ბარანს (პოლონეთი) და მეისონ პარისს (აშშ) სძლია და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) ფინალში გავიდა, შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო მირიან მაისურაძე (92 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ვიდეო: Silk Sport


altგამყრელიძე ფინალში გავიდა, ფარტენაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

altგენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის
ფინალშია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 30 /
რისთვის გავიდა ეს ბიჭი ხალიჩაზე? თუ ჭიდაობას არ აპირებდა? და ასე ხდება უკვე მერამდენედ? გაირკვეს რაშია საქმე? თუ ჭიდაობა მოიბეზრდა შეიცვალოს ახალგაზრდა მოჭიდავით, მიუხედავად მისი დამსახურებებისა ეს ყველაფერი ძალზედ მძიმე საყურებელია, მოკლედ გადიხარ ხალიჩაზე? იჭიდავე, არ გინდა? მადლობა და კარგად იყავი.
ჟორა
21:20 18-09-2023
0
ამ ბიჭს ფინალის შიში სჭირს თუ რაა ვერ გავიგე. ძიუდოში პაპინაშვილი იყო მასე - საწყის ბრძოლებში ბრდღვნიდა ყველაფერს. ნახევარფინალში და ფინალში კი სახეზეც კი ეტყობოდა რომ შეშინებული გამოდიოდა. ნაწილობრივ ლიპარტელიანიც მასეა
ხვიჩა
19:48 18-09-2023
0

სიახლეები პოპულარული