პეტრიაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა და კიდევ ორი მედალი ევროპირველობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში, ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის, გიორგი სულავამ (74 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

პეტრიაშვილი ფინალში თურქ ტაჰა აკგულთან 2:5 დამარცხდა და გასულ ევროპირველობაზე მარცხის გამო რევანში ვერ აიღო.

პეტრიაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი იტალიელ აბრაჰამ რუანოს (11:0) და პოლონელ რობერტ ბარანს (2:1) მოუგო.

სულავამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სომეხ ჰრაირ ალიხანიანს სძლია, ხოლო მაისურაძემ - მოლდოვის სახელით მოასპარეზე გეორგი რუბაევს.

შეგახსენებთ, პირველ საასპარეზო დღეს ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) ოქროს
მედალი მოიპოვა, ხოლო ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) - ბრინჯაოს მედლები.

საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე 6 მედალს დაეუფლა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვერ ხვდებით,რა დაემართა?ბავშვობიდან მოყოლებული,გენო ამირან სხირელთან ვარჯიშობდა და სულცხონებული,ზედ ოლიმპიადის წინ გარდაიცვალა!ეს არის მთავარი მზეზი,გენოს ჩავარდნისა.თუ ამას ჩავარდნა ჰქვია.მხოლოდ გენოსთვის არის ჩავარდნა,ოქროს თუ ვერ იგებს.20 წელი რომ ვიღაცასთან ხარ,ყველაფერს გასწავლის,გმართავს და უცბად ის გამოგეცლება,ადვილია?ეს სჭირს გენოს.როგორც მშობელი გრძნობს,შვილის გაჭირვებას,გრძნობებს,ფიქრებს და უთქმელად პოულობს დახმარების გზებს,ასეთი იყო ბატონი ამირანიც,გენოსათვის.მშობელიც,მასწავლებელიც,ალბათ მეგობარიც და მწვრთნელიც.ძნელია,შესაძლოა შეუძლებელიც,ვინმემ შესრულფასოვნად შეგიცვალოს ასეთი დამრიგებელი.თანაც მოკლე დროში.იმედი ვიქონიოთ,რომ ახალი მწვრთნელი იპოვის გზას,გენოს გულისაკენ და ამავე დროს,სრულყოფილად შეისწავლის მის ფსიქოლოგიას,სხეულს.მაშინ გენოც გაგვახარებს ძველებურად.გუშინ კი,გენო უბრალოდ მუშაობდა.სიამოვნების და აღმაფრენის გარეშე.შესაძლოა ტრავმაც აწუხებდა,ამას ვერ გამოვრიცხავთ,მაგრამ დარწმუნებული ვარ,ამირან სხირელი რომ ყოფილიყო ტოკიოში,ფინალს არ წააგებდა,გენო.იგრძნობდა მომენტს და გამოაფხიზლებდა მას.
სოსო
15:49 31-03-2022
1
უჭირს ოლიმპიადის ფინალის სტრესიდან გამოსვლა.არაა გამორიცხული ვერც გამოვიდეს. წარმატებები.
გია-გივი
13:57 31-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული