რიო 2016: ზურაბ იაკობიშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 აგვისტოს თავისუფალი სტილი მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი (65) რიოს ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში დამარცხდა.

მეოთხედფინალში იაკობიშვილი იტალიელ ფრანკ მარკეს ჩამიზოს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

იაკობიშვილს რეპეშაჟში გადასვლის შანსი აქვს თუ ჩამიზო ფინალში გავა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი მერვედფინალში ნიგერიელ ამას დანიელს შეხვდა და ანგარიშით 2:1 მოუგო.

- რიო 2016: ზურაბ იაკობიშვილი მეოთხედფინალშია! [VIDEO]

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
დაიღალა.
გიჟუა
22 აგვისტო 2016 09:12
0
"gogig"-ს. 3:2-მდე, ჯერ, ანუ საფინალო სასტვენამდე 1 წუთით ადრე 3:0 იგებდა. მერე რატომღაც, ამ მინიმალურ დროში ყველაფერი დათმო. 3:1, შემდეგ 3:2, ბოლოს კი, მართლა სრულიად არაპროფესიონალურად 3:4. ანუ გაუგებარია, რა მოუვიდა.
გიო
21 აგვისტო 2016 23:19
0
ამევიდა შემთხვევაში ფიზიკური მომზადება ან მწვრთნელი არაფერ შუაშია. მას 3-2 მიყავადა და 25 წამი რჩებოდა. შეეძლო დრო გაეყვანა, მაგ. ხალიჩიდან კიდევ ერთხელ გასულიყო, რითაც ქულას წააგებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მოიგებდა. ის კი ბრძოლაში შევიდა და 2 ქულა დათმო. ამას მწვრთნელი ვერ გასწავლის, თვითონ ფალავანმა უნდა იცოდეს რა ტაქტიკა გამოიყენოს.
gogig
21 აგვისტო 2016 19:36
0
ძიუდოშიც ასე იყო!!!!ფსიქოლოიც სჭირდებათ და ფიზიკური მომზადებას სჭირდებათ ბევრად უკეთესი!!!ბოლოში იღლებიან და უკვე არაფრის თავი არა აქვთ.ვინც კარგად იყო ფიზიკურად მომზადებული,მოიგეს კიდეც!!!!!!!!!!!
მერა
21 აგვისტო 2016 19:20
0
მე უკვე დასკვნები გამოვიტანე,ჩვენს ნაკრებს ჩათვალეთ,რომ მწვრთნელები არ ყავს,ან ისინი არაკვალიფიციურები არიან,დავიწყოთ ხინჩაგაშვილიდან,კი ბატონო ის გახდა ოლიმპიური ჩემპიონი,მაგრამ მან ამას მიაღწია საკუთარი კვალიფიკაციის და დიდი შრომის ფასად,თუმცაღა მან ყველა შეხვედრა ძალიან მძიმედ ჩაატარა,მაგრამ კიდევ ვიმეორებ აქ მწვრთნელების როლი 0-ის ტოლი იყო,რაც შეეხება პეტრიაშვილს მას შეეძლო ოქროს აღება,მაგრამ მწვრთნელების არაკვალიფიკაციის გამო მან დაკარგა ოლიმპიური ჩემპიონობა,გახსოვთ ალბად მწვრთნელებმა ისიც კი ვერ უკარნახეს ბოლო წამებზე,რომ ის აგებდა და კიდევ ერთი ქულა ჭირდებოდა გამარჯვების მისაღწევად,დანარჩენები კი საშინლად გამოვიდნენ,მათ საერთოდ არ ეტყობოდათ მწვრთნელების ხელი.
roma
21 აგვისტო 2016 18:48
0
ახლა იტყვიან,ჩამიზომ მოუგოვო,არა რა,თვითონ მოუგო საკუთარ თავს.ასე კონცენტრაციის დაკარგვა როგორ შეიძლება.დამაწყდა ნერვები.არადა როგორც ჭიდაობს, ჩემპიონობამდეც შეეძლო მისვლა.
სოსო
21 აგვისტო 2016 17:41
0
სასწაულია პირდაპირ როგორ ახერხებენ მოგებული ბრძოლების ბოლო ათ-თხუტმეტ წამში წაგებას.თუ თავიანთი თავის არ ჯერავთ მაშინ რაღას მიდიან თუ არადა რა გახდა ერთი ნორმალური ფსიქოლოგის აყვანა
koki
21 აგვისტო 2016 17:35
0
მოგებული წააგო, დასანანია
ok
21 აგვისტო 2016 17:20
0
როგორი დასანანი მარცხია, ძალიან დამწყდა გული :(
musenbazi
21 აგვისტო 2016 17:15
0
ჩვენი ბიჭების აქილევსის ქუსლი ფდიქოლოგია.ვერ დაიჯერა რო მსოფლიო ჩემპიონის მოგება შეიძლება და 39 წამში წააგო.ამას მოხეფხება უნდა...არ ვიცი რა ვთქვა რა,ნერვები მეშლება....
gg
21 აგვისტო 2016 17:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული