გენო პეტრიაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი ერი ვართ!

AutoSharing Option
რიოს ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედლით სამშობლოში დღეს გამთენიისას დაბრუნებულმა გენო პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა საქართველოს დელეგაციას მეოთხე ბრინჯაოს, სულ კი მეშვიდე მედალი მოუტანა.

"რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენისთვის ბრინჯაოზე ბევრად მნიშვნელოვანი ოქროს მედალია, თანაც ოლიმპიადა ისეთი რამაა, სადაც მხოლოდ მოსაგებად მიდიხარ.

მეც ოქროს მედლისთვის ჩავედი იქ, თუმცა არ გამოვიდა, რას ვიზამთ... ვერ შევძელი, დასანანი მარცხი ვიწვნიე, თუმცა არც ეს შედეგია ცუდი. ჩემი მარცხი არ
ასოცირდება ფიზიკურ დაღლასთან - სპორტია და მაჯობა მეტოქემ.

მთლიანობაში კი ბიჭებმა დავანახეთ ყველას, რომ, პატარა , მაგრამ ძალიან ძლიერი ერი ვართ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველაზე მაგარი ხარ, კი აღიარებ და ეს შენს პატიოსნებაზე მეტყველებს - მაჯობა მეტოქემო მაგრამ იცოდე უძლიერესი ხარ, ის ირანელი შენზე 7წლით უფროსია და წესით უნდა შერცხვენოდა რომ მისნაირმა გამოცდილმა და მრავალჯერ ოლიმპიადაზე მოხვედრილმა წამგებიანი ფრის გარდა ვერაფერი დაგტყუა ..ისევ თავიდან 10ჯერ რომ შეგახვედრა იმ ირანელს ათჯრვე მოუგებ დარწმუნებული ვარ, იმ თურქზე აღარაფერს ვამბობ რადგან მისთვის გაზაფხულზე რიგაში ევროპის ჩემპიონატზე გაქვს მოგებული, შენ პირველი აიღე, ის მესამე ადგილს დასჯერდა... სპორტია და ყველაფერი ხდება... გააგრძელე ვარჯიში ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, არ მოეშვა, რომ ეს დაშვებული წამიერი ძვირი შეცდომა იყოს უკანასკნელი შენს კარიერაში!
Naniko
25 აგვისტო 2016 15:52
0

ოლიმპიური ოქრო და არა ერთი თავისუფლად შ ე გ ი ძ ლ ი ა ქართველო !!!

ის თურქი და ირანელი შენი ლუკმა უნდა გახდეს!!!
glaxuna
25 აგვისტო 2016 10:51
0
"სპორტია და მაჯობა მეტოქემ"

ა უმეტესობა ქართველებს უდნა წააკითხო ეგ კომენტარი. კი არ დაიწყო 1000 რამეზე გადაბრალება. ალალად თქვა რო მეტოქემ აჯობა. მიტომაც იქნება რო გენო შემართებით გააგრძელებს ვარჯიშს და არაერთხელ გაგვახარებს
giga
25 აგვისტო 2016 09:24
0
ვეფხვი ხარ, ვეფხვი!
zurab
25 აგვისტო 2016 09:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული