მხატვარ-ილუსტრატორმა ვიქტორ ჩიჟიკოვმა, რომელმაც 1980 წლის ოლიმპიური თამაშების დათუნია შექმნა, ”სოჭი 2014”-ის თეთრი დათუნიას ავტორები პლაგიატობაში დაადანაშაულა. "არჩეულ თეთრ დათვში ყველაფერი ჩემეულია - თვალები, ცხვირი, პირი, ღიმილი, ამით ყველაფერი ნათქვამია", - განაცხადა მხატვარმა.
ჩიჟიკოვმა უარყოფითად შეაფასა ყველა პროექტი, რომელიც კონკურსზე იყო წარმოდგენილი. "არც ერთ მათგანში საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება არ ჩანს", - მიიჩნევს ის.
თეთრი დათუნიას გარდა, სოჭის ოლიმპიადის სიმბოლოები კურდღელი და ლეოპარდი გახდა. კონკურსის საბოლოო შედეგები რუსეთის პირველი არხის ეთერში 26
ჩიჟიკოვმა ადრე განაცხადა, რომ დათვი ”სოჭი 2014”-ის საუკეთესო სიმბოლო გახდებოდა. "მეჩვენება, რომ ტრადიციულ ხატს არ უნდა დავშორდეთ. ჩვენ დათვი ავირჩიეთ და უნდა შევინარჩუნოთ... ახალი თილისმისთვის ძველ დათუნიას ავირჩევდი, რომელიც ყველას შეუყვარდა და თათებში თხილამურებს დავაჭერინებდი", - თქვა მხატვარმა შარშანდელ ინტერვიუში. ამასთან, ჩიჟიკოვმა აღნიშნა, რომ ”სოჭი 2014”-ის საორგანიზაციო კომიტეტს მისთვის დახმარებისთვის არ მიუმართავს.
ჩიჟიკოვი ასევე მოჰყვა, რომ ოლიმპიურ დათვზე საავტორო უფლებებს არ ფლობს, რადგან აუცილებელი იურიდიული დოკუმენტები 1980 წელს არ შეუდგენიათ. მხატვრის თქმით, ოლიმპიურმა კომიტეტმა მასთან საავტორო ხელშეკრულების დადებაზე უარი თქვა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით
.