სხდომაზე მოისმენენ განვლილი ოთხწლიანი ციკლის ანგარიშს, კიდევ ერთხელ ისაუბრებენ და შეაფასებენ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ჩვენი დელეგაციის გამოსვლას, თუმცა მისი კულმინაცია საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.
ამ პოსტზე ორი კანდიდატია - მოქმედი პრეზიდენტი, მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტარი ლერი ხაბელოვი და ვეტერანი ხელბურთელი, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.
საინტერესოა, რომ 2000-04 წლებში, ამ პოსტზე მუშაობისას მეძმარიაშვილის
ლერი ხაბელოვი
დაიბადა: 1964 წლის 5 ივლისს თბილისში
თავისუფალ ჭიდაობაში ბარსელონას (1992) ოლიმპიადის ჩემპიონი და სეულის (1988) თამაშების ვერცხლისმედალოსანი; მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93) და ბრინჯაოსპრიზიორი (1995); ევროპის ოთხგზის გამარჯვებული (1985, 87, 88, 92); მსოფლიოს თასის მფლობელი (1991); ყოფილი საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88); ყოფილი სსრკ-ის ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986).
ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი; 2004-07 წლებში იყო სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი; 2012 წლიდან დღემდე სეოკ-ის პრეზიდენტია. 2012-16 წლების მოწვევის პარლამენტში ხელმძღვანელობდა სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს; პარლამენტარი.
ირაკლი მეძმარიაშვილი
დაიბადა: 1962 წლის 29 იანვარს თბილისში
სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე (2000-04); სეოკ-ის აღმასკომის წევრი (2004-08); მსოფლიოს ჭიდაობის ფედერაციის სენატორთა კლუბის წევრი (2004-11); geosport.ltd-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი (2004-05); ფსკ "დინამოს" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (2005-06); ეროვნული სტადიონის გენერალური დირექტორი (2006-09); ფიფა-ს საფეხბურთო აგენტი 2005 წლიდან; სეოკ-ის წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებში 2012 წლიდან; საზოგადოება "თბილისელის" გამგეობის თავმჯდომარე 2013 წლიდან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"