ბრიტანელი ოლიმპიელები გაშიშვლდნენ

AutoSharing Option
სპორტის საწყლოსნო სახეობებში ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების წარმომადგენლებმა, რომლებიც ლონდონის 2012 წლის თამაშების წინ მედლების მოლოდინში ხელებს იფშვნეტენ, საცურაო აუზში ეროტიკული ფოტოსესია გამართეს.

ამ თამამი აქციის მიზანი კი ერთობ უწყინარი განზრახვა - ქვეყანაში გასამართი ნაციონალური ლატარეისადმი მოქალაქეთა ყურადღების მიპყრობა იყო, რომელიც ოლიმპიური ობიექტების მშენებლობას აფინანსებს.

აუზში ჩაყურყუმალავებულ შიშველ გოგონებს თვალყურს ორი მყვინთავი ადევნებდა, რომლებიც ჟანგბადის ნიღბებით ჩნდებოდნენ ხან ერთ და ხან მეორე სპორტსმენთან. წყალქვეშ გოგონები რიგ-რიგობით პოზიორობდნენ "დეილი მეილის" ფოტოგრაფთან, რომელმაც საუკეთესო კადრები მოგვიანებით კომპიუტერის მეშვეობით ერთ მთლიან ფოტოსურათში გააერთიანა.

გადაღებაში
მონაწილეთაგან რამდენიმემ აღნიშნა, რომ კომპლექსების დაძლევა და კამერის წინ გაშიშვლება გაუჭირდა. ზოგიერთს კი თურმე ბოიფრენდთან თუ ოჯახის წევრებთან შეექმნა პრობლემა და ამ "საქველმოქმედო" აქციაში მონაწილეობის აუცილებლობაში მათი დარწმუნება გაუჭირდა.

თუ მოცურავე სტეისი ტოდიმ მორალური მხარდაჭერისთვის "გადასაღებ მოედანზე" დედაც კი იახლა, სამაგიეროდ ნერვიც არ აუტოკდა წყალბურთელ ლიზა გიბსონს: "მე მხოლოდ იმაზე ვნერვიულობდი, რამდენად შევძლებდი გაღიმებას და სუნთქვის შეკავებას ერთდროულად."

ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების რამდენიმე წარმომადგენლისთვის კამერების წინ შიშვლად პოზიორობა "უცხო ხილი" ნამდვილად არ ყოფილა. ფოტოგრაფ ნადავ კანდერს რამდენიმე ტიტლიკანა ოლიმპიელის გადაღების ბედნიერება მაშინ ჰქონდა, როცა სპორტსმენთა შიშველი სხეულების პორტფოლიოს გულმოდგინედ ადგენდა.


მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული