ბრიტანელმა ინჟინერმა 2-ფუნტით დოღზე 1.5 მილიონი მოიგო

AutoSharing Option
დოღის 60 წლის მოყვარულმა სტივ უაიტლიმ ინგლისურ ქალაქ ექსეტერიდან ტოტალიზატორში თითქმის 1.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო, როდესაც სულ რაღაც 2 ფუნტი ჰქონდა დადებული და მომდევნო ექვსი დოღის შედეგები სწორად გამოიცნო. ამასთან, გადამწყვეტ გარბენში ის იმ ჟოკეიზე ჩავიდა ფსონს, რომელსაც ადრე არასდროს ჰქონდა მოგებული.

უაიტლი, რომელიც იპოდრომს წელიწადში სულ ორჯერ სტუმრობს, თავისი ფული ტოტალიზატორის ჯეკპოტში ჩადო. მის მონაწილეებს ექვსი გარბენის გამარჯვებულები უნდა გამოეცნოთ. თუ ამას ვერავინ მოახერხებდა, საპრიზო ფონდი შემდეგ გათამაშებაზე გადავიდოდა.

პირველი დოღის შემდეგ მომგებიანი 363000 ბილეთი იყო, მეორეს შემდეგ
მათი რიცხვი 9076-მდე შემცირდა. მესამე გარბენამ მთავარი პრიზის პრეტენდენტთა რიცხვი 571 ადამიანამდე შეამცირა, მეოთხემ - შვიდამდე.

ბოლო ორ დოღში გამარჯვებულთა ვინაობა სწორად მხოლოდ უაიტლიმ გამოიცნო. ამას გარდა, ფინალურ დოღში მან გამარჯვებულად ჟოკეი ჯესიკა ლოჯი ამოირჩია, რომელსაც ადრე არასდროს გაემარჯვა.
ბუკმეკერების შეფასებით, მოვლენების ამგვარად განვითარების ალბათობა 1 /368630 იყო.

გამარჯვების შემდეგ იღბლიანმა განაცხადა, რომ საპრიზო თანხით ცხოვრებას არ აპირებს და სიცოცხლის ბოლომდე ინჟინრად იმუშავებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული