ეს საპირველაპრილო ხუმრობა ნუ გეგონებათ და, დონეცკელ ჯეელებს სული კბილითღა უჭირავთ - ეროტიკულ ცეკვებში დონბასის პირველი ჩემპიონატის გამართვას ელოდებიან. მისი ორგანიზატორები არცთუ არასერიოზული ხალხია - ამ საქმეს უკრაინის იოგასა და ცეკვების ფედერაციები ხელმძღვანელობენ. ასპარეზობა ამ კვირას, 3 აპრილს ღამის კლუბ "გარაჟში" გაიმართება.
ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, რომ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება როგორც პროფესიონალ სტრიპტიზიორ გოგონებს, ისე მოყვარულებსა და დამწყებებს
იმავე ორგანიზატორთა თქმით, ტურნირი გოგონებს საშუალებას მისცემს, ლითონის ძელთან "საკუთარი თავი, თავიანთი ქალურობა და შინაგანი სამყარო წარმოაჩინონ~.
რაც შეეხება ტურნირზე საუკეთესო ეროტიკული ნომრის გამოვლენის რთულ და საპასუხისმგებლო მისიას, ამას ორგანიზატორები წინასწარ შერჩეულ სპეციალურ ჟიურის დააკისრებენ. სულ რამდენი გოგონა აპირებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას, ამ დრომდე უცნობია.