თავლაფდამსხმელი მარათონი ნამდვილი მამაკაცებისთვის

AutoSharing Option
უკვე ტრადიციად იქცა - მაგარი და უშიშარი ბიჭები, ვისაც ტალახსა და ლაფში ჭყაპა-ჭყუპი ეხალისებათ, ყოველწლიურად იკრიბებიან და მარათონს მართავენ. Strongman Run 2011-ს ამჯერად შვეიცარიამ უმასპინძლა, ოთხი წლის წინ კი პირველი შეჯიბრი გერმანიის ქალაქ მიუნსტერში გაიმართა.

ტალახში სირბილსა და დაბრკოლებების გადალახვაში მონაწილეობის მსურველები (მხოლოდ მამაკაცები) მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან სპეციალურად იკრიბებიან და გამარჯვებულს ავლენენ. ვერ გეტყვით, ლაფში სირბილი და ღორივით ამოსვრა რამდენად საინტერესო და მით უმეტეს, მამაკაცურია, მაგრამ სანახავად რომ ნამდვილად ღირს, ამაში თავადაც დარწმუნდებით.


Sportall.Ge







.
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული