წიგნი "ფერარიზე" ავტომობილის ფასად

AutoSharing Option
საკუთარ ავტოფარეხში "ფერარის" შეგორება ხომ დიდი ფუფუნებაა და მასზე ხელი მხოლოდ პლანეტის სვებედნიერებს მიუწვდებათ, მაგრამ თურმე "ფერარიზე" გამოცემული წიგნის მფლობელობითაც შეიძლება კაცმა თავი მოიწონოს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირფასესი წიგნის პირველი ეგზემპლარი, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ "კრაკენ ოპუსმა" იტალიურ ავტომწარმოებელ კომპანიას უძღვნა, შრი-ლანკაში უკვე გაიყიდა. "ფერარის" საფირმო ხასხასა წითელი ფერის ყდის მქონე წიგნს ბრილიანტებით მორთული ლოგოტიპი ამშვენებს. ის 155 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირს და მსოფლიოს თითეულ ქვეყანაში მხოლოდ 20 ეგზემპლარი გაიყიდება.

საინტერესოა, რომ თავისი ბიბლიოთეკის ამ წიგნით გამდიდრების მსურველს 10 ათასი ფუნტი სტერლინგით
მეტის გაღება მოუწევს, ვიდრე - "ფერარის" ყველაზე იაფფასიანი, მაგრამ მაინც ავტომობილის შეძენის შემთხვევაში.

რაც შეეხება წიგნს, რომელშიც ამ იტალიური კომპანიის ყველა ავტომობილზეა ინფორმაცია წარმოდგენილი, 852-გვერდიანია, 37 კგ-ს იწონის, 200 ათას სიტყვასა და 2 ათას ილუსტრაციას შეიცავს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული