სამბოში ევროპის რუსი ჩემპიონი "გაი"-ს დაერია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონმა სერგეი ბაზაროვმა საგზაო პოლიციის ინსპექტორი ცემა, რომელმაც მისი ავტომობილის გაჩერება გაბედა. მთვრალი დებოშიორისთვის ხელბორკილების დადება მხოლოდ პერმის მილიციის ხუთი თანამშრომლის ძალისხმევით მოხერხდა.

სცენა, რომელიც ჰოლივუდურ "ბოევიკს" მოგაგონებდათ, პერმის ცენტრში ათი თვითმხილველის თვალწინ გათამაშდა.

თავდაპირველად "გაიმ" მანქანა შესამოწმებლად გააჩერა, რომლის საჭესთანაც ქალაქში ცნობილი სპორტსმენი აღმოჩნდა. მძღოლს სპირტიანი სასმელის ძლიერი სუნი ასდიოდა. დოკუმენტების წარმოდგენის თხოვნაზე 36 წლის მამაკაცი განრისხდა.

"თქვენ იცით, მე ვინ ვარ?! - ამ სიტყვებით სამბისტმა ერთ-ერთ ინსპექტორს სახეში მუშტი დაარტყა. - თქვენ ჯერ კიდევ არ გაზრდილხართ თუნდაც
იმისთვის, რომ ჩემს გვერდით იდგეთ!"

დამრღვევსა და ინსპექტორებს შორის ჩხუბი ატყდა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი ფეხზე ძლივს იდგა, წესრიგის დამცველებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია.

მილიციელებს დასახმარებლად კოლეგების გამოძახება მოუხდათ და მხოლოდ ხუთმა ერთად შეძლო სამბისტისთვის ხელბორკილების დადება.


მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული