ვიდეომასალაში მოხვდა კადრი, როგორ აჩვენებს შუა თითს ცხინვალელებს შავ "მერსედესში" მყოფი თედეევი და ოსურ ენაზე დედას აგინებს [იხილეთ ვიდეო].
ოსური სააგენტოების მტკიცებით, თედეევთან ერთად, მანქანაში იმყოფებოდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი.
ცხინვალის სამართალდამცველების მტკიცებით კი ავტომობილის კორტეჟიდან, რომელშიც რუსი სპორტსმენები იმყოფებოდნენ, ადგილობრივ მილიციას ჯერ სიტყვიერი
აღნიშნული ფაქტის შემდეგ რუსეთის ე.წ. ელჩი ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ფაქტის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
რუსეთის სპორტული ბრძოლების ფედერაცია ცხინვალში რუს სპორტსმენებთან დაკავშირებულ ინციდენტს სწავლობს. მომხდარის შემდეგ, რუსი სპორტსმენების კორტეჟმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დატოვა.
მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელის პრესმდივნის, ვიაჩესლავ სედოვის განცხადებით, რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა ამ ეტაპზე შეფასებისგან თავს იკავებს.
ამასთან, როგორც მან დასძინა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სპორტსმენები წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდნენ და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქმის კურსში არავინ ჩაუყენებიათ.
”ინტერპრესნიუსი”
.