კრონუმი - სპორტის ოთხი სახეობის ნაზავი [+VIDEO]

AutoSharing Option
გემოვნებაზე არ დავობენ. ზოგს კალათბურთი მოსწონს, ზოგს - ფეხბურთი. ზოგი უპირატესობას რაგბის ანიჭებს, ზოგი კი ყველაზე საინტერესოდ ხელბურთს მიიჩნევს. და რა მოხდება, თუკი ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბისა და ხელბურთის მოყვარულები ერთად შეიყრებიან? რა თქმა უნდა, ისინი კრონუმს ითამაშებენ.

სწორედ ასე ეწოდება სპორტის ახალ სახეობას, რომელშიც ავტორებმა ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბისა და ხელბურთის წესები გააერთიანეს.

თამაში მრგვალ მოედანზე მიმდინარეობს და საკმაოდ დინამიკურად. რაც მთავარია, შეზღუდვები ძალიან ცოტაა და მოთამაშეებს მიზნის მისაღწევად - გოლის გასატანად - ხელ-ფეხი გახსნილი აქვთ.

მოედანზე ორი გუნდი თამაშობს, თუმცა
კარი ოთხია და სხვა სახეობებისგან განსხვავებით, შეტევაში მყოფ გუნდს გოლის გატანა ნებისმიერ კარში წარმატებად ეთვლება. შესაბამისად, ოთხივე კარის დაცვაზე უნდა იზრუნოს გუნდმა, რომელიც იმ მომენტში ბურთს არ ფლობს. გატანილი გოლი 1, 2, 3 და 4-ქულით იმისდა მიხედვით ფასდება, თუ რომელი ზონიდან შეძლებს მოთამაშე გოლის გატანას. კარის ზემოთა ნაწილში განთავსებულ რგოლებში ბურთის შეგდებით გუნდი გაორმაგებულ ქულას იღებს.

როგორც წესი, გუნდები თამაშში 60-დან 120-მდე ქულას უყრიან თავს.





.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული