სახელოვანი მთამსვლელის მემორიალი

AutoSharing Option
წარსულში ცნობილი მთამსვლელის, გრიგოლ გულბანის ხსოვნას მიეძღვნა შეჯიბრება მეკლდეურობაში, რომელიც გუშინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მეკლდეურობის ხელოვნურ დარბაზში ჩატარდა გოგონებსა და ვაჟებს შორის თბილისის, მესტიის, ლენტეხის, ყაზბეგის, აჭარისა და იმერეთის სპორტსმენთა მონაწილეობით. საუკეთესოები რთულ ცოცვაში გამოვლინდენ.

გოგონებში პირველობა არავის დაუთმო თამარ მელაძემ, მეორე იყო ანი დულარიძე, მესამე _ ნუცა ხუციშვილი (სამივე _ თბილისი). ოქროს მედლისთვის ვაჟებს შორის გამარჯვებული მხოლოდ დამატებით ფინალურ ასვლაზე გამოვლინდა. პირველობა წილად ხვდა ასევე თბილისელ გუგა დაბრუნდაშვილს. მეორე და მესამე ადგილებზეც მისი თანაგუნდელები გავიდნენ _
შესაბამისად ერეკლე მიქელაძე და ოთარ მაისურაძე. გამარჯვებულები მედლებით, თასებით, ფულადი პრიზითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ
.
გრიგოლ (გრიშა) გულბანმა 1950-60 წლებში არაერთი მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, საკავშირო პირველობის არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი. ამაგდარი მთამსვლელის ხელმძღვანელობით სარეკორდო დროში განხორციელდა რამდენიმე ურთულესი მარშრუტი. მის სამწვრთნელო ქურაში გამოიწრთო არერთი გამოჩენილი მთამსვლელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული