პატივი მიაგეს

AutoSharing Option
გუშინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით, ომის ვეტერანი სპორტსმენებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მინისტრის მოადგილემ გია გალდავამ სპორტის 11 სახეობის წარმომადგენელს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება მიულოცა და ვეტერანებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცა.

თერთმეტივე ვეტერანი სამინისტროს სოციალური დახმარების ფონდიდან ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას იღებენ. სამინისტროში შეხვედრაზე იყვნენ ომის ვეტერანები შოთა ბუაძე (ძალოსნობა), ზურაბ მაჩხანელი (სასტენდო სროლა), ქრისტეფორე ნინიაშვილი (სამბო, ძიუდო), ვასილი შმაკოვი (მძლეოსნობა), ოთარ ვახანია (ცურვა), შოთა ვახანია (ვეტერანი სპორტსმენი), ლუდვიგ კარსანიძე (ტანვარჯიში), კალისტრატე შეყილაძე (თავ. ჭიდაობა), შოთა
ვაჩეიშვილი (ბ/რ ჭიდაობა), მიხეილ ჯოჯუა (ფეხბურთი), შალვა გურჯელიძე (ტყვიით სროლა).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული