ავსტრალიელი ფეხბურთელი ვარცხნილობის გამო გააგდეს

AutoSharing Option
ავსტრალიელი ნათან ვან სომერენი, რომელიც გუნდ "სიმფსონის" შემადგენლობაში ავსტრალიური ფეხბურთის ერთერთი ქვედა ლიგის ტურნირში გამოდიოდა, მოედნიდან ვარცხნილობის გამო გააგდეს.

არბიტრმა მიიჩნია, რომ "იროკეზი" სპორტსმენის თავზე, შესაძლოა, სხვა მოთამაშეებისთვის საშიშროებას წარმოადგენდეს და მატჩის მესამე მეოთხედში სომერენი მინდვრიდან გააძევა.

მატჩის დაწყების წინ მსაჯმა სპორტსმენი გააფრთხილა, რომ ასეთი ვარცხნილობით თამაშის უფლებას არ მისცემდა. ვან სომერენმა იფიქრა, რომ არბიტრი ხუმრობდა, რადგან მანამდე მსაჯებს მის ვარცხნილობაზე მხოლოდ ეცინებოდათ.

რატომ გააძევეს ვან სომერენი მოედნიდან მხოლოდ მატჩის მესამე მეოთხედში, არ არის დაზუსტებული. პირველი და მეორე მეოთხედი მან
ისე ჩაატარა, რომ გაფრთხილება არ მიუღია.

25 წლის სპორტსმენმა განაცხადა, რომ ვარცხნილობის შეცვლას არ აპირებს. საოლქო ლიგის ხელმძღვანელობამ კი, რომელშიც ვან სომერენი თამაშობს, მიიჩნია, რომ ფეხბურთელის დასასჯელად საფუძველი არ არსებობდა, რადგანაც მას ამ ვარცხნილობით უკვე ბევრჯერ უთამაშია.

ავსტრალიური ფეხბურთი რაგბის მოგაგონებთ. სპორტის ამ სახეობაში ბურთის გადაცემა ხელით და ფეხით შეიძლება, გუნდის ამოცანა კი ბურთის მოწინააღმდეგის ფართო ან ვიწრო კარში გატანაა (კარის სიმაღლე არ არის განსაზღვრული). დიდ კარში ბურთის გატანისთვის გუნდი ერთ ქულას იღებს, პატარა კარში გატანისთვის კი ექვსს. მატჩი ოთხი ოცწუთიანი მონაკვეთისგან შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული