ჰოდა, სწორედ ამ მიზნით, რადიო "პალიტრა" და "ევროპა ბეთი" სპორტისა და გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულებს სპეციალურ გადაცემას სთავაზობს, რომელიც FM 103.9-ზე შაბათ-კვირას, 19:00-დან 23 საათამდე გადის. გადაცემას "გამარჯვების ფასი" ჰქვია და მას აჩიკო ბენაშვილი და გაგა გობრონიძე უძღვებიან.
გადაცემა სპორტულ-მუსიკალურ-შემეცნებითიაო - ასე ახასიათებენ "გამარჯვების ფასს" ავტორები. მართლაც, გადაცემა მრავალმხრივი და საინტერესოა და გარდა იმისა, რომ მისგან
თანაც, განსაკუთრებულ სპორტულ მოვლენებთან დაკავშირებით, წამყვანები გადაცემაში კომპეტენტურ სტუმარსაც მოიწვევენ, რომელიც თემის განხილვას კიდევ უფრო მეტ ლაზათს შემატებს. და არ დაგვავიწყდეს, ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან მაგარი მუსიკის ფონზე...
ერთი სიტყვით, კარგი ამბავია გულშემატკივრებისთვის და გვერწმუნეთ, ყოველ უქმეებზე, საღამოს შვიდიდან თერთმეტ საათამდე, FM 103.9-ზე მომართული რადიომიმღებიდან მიღებული მუხტი მთელი კვირის განმავლობაში, მომდევნო შაბათ-კვირამდე გაგყვებათ.
www.palitratv.ge
ირაკლი ჟღენტი