გორში ტრადიციად მკვიდრდება სეზონური მძლეოსნური კროსები. ”ახალბაღში” ამას წინათაც გაიმართა ასპარეზობა და ამჯერად მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი ქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტისა და კულტურის სამსახურიც (ხელმძღვანელი გია პაპიატაშვილი) იყო. ამ თანადგომით შესაძლებელი გახდა შეჯიბრების ყველა გამარჯვებულის და საპრიზო
შეჯიბრებაში 150-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. გაგაცნობთ გამარჯვებულებს:
1000 მ. გოგონები _ ნინო რუხაძე; ბიჭები _ რატი მამედოვი (ორივე _ XI სკოლა). 500. გოგონები _ ნინო კარელიძე (XI სკოლა); 500 ბიჭები _ დავით პავლიაშვილი (IX სკოლა).
გუნდური: 1. XI საჯარო სკოლა, 2. III საჯარო სკოლა, 3. IX საჯარო სკოლა.
უახლოეს მომავალში გორის ქუჩებში ამანათრბენში იგეგმება შეჯიბრება.