ფართოდ აღინიშნება

AutoSharing Option
წლეულს მეთექვსმეტედ აღინიშნება მძლეოსნობის მსოფლიო დღეები. საქართველო იმ 159 ქვეყანას შორისაა, სადაც ადრინდელისგან განსხვავებით, ეს ღონისძიება 14-15 მაისს მასშტაბურ ხასიათს შეიძენს.

ეროვნული ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა (პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი) ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ქვეყანაში, რომლის მძლეოსნებს ბრწყინვალე შედეგები აქვთ მოპოვებული საერთაშორისო სარბიელზე, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში, აღდგეს სპორტის ამ სახეობის ტრადიციები.

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას, რომლის ეგიდითაც ეს ღონისძიება ტარდება, უკვე ეცნობა საქართველოში მასობრივი შეჯიბრებების ჩატარებისა და ზეიმურობის შესახებ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიქმნება ფან კლუბი, რომელშიც პირველები გაერთიანდებიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი
სახეები _ მაია ასათიანი, დავით დოიაშვილი, ნიკა მემანიშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ინგა გრიგოლია, ნინი ბადურაშვილი, თიკო სადუნიშვილი, ნანიკო ხაზარაძე, შორენა ბეგაშვილი, დავით იმედაშვილი, დავით გეგენავა, მათე ტაკიძე, დავით მინაშვილი. ფანკლუბი სამომავლოდ მძლეოსნობის მხარდამჭერ აქციებსაც გამართავს.

თენგიზ თომაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული