ოლიმპიური ჩემპიონი მარათონში აივნიდან გადახტა

AutoSharing Option
2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი, მარათონელი სამუელ ვანჟირუ, ქალაქ ნიახურურუში საკუთარი სახლის აივნიდან გადახტა და სასიკვდილოდ დაიმტვრა.

ადგილობრივი პოლიციის მონაცემებით, ვანჟირუ 15 მაისს გვიან საღამოს გარდაიცვალა. სავარაუდოდ, 24 წლის სპორტსმენმა თავი მოიკლა, თუმცა პოლიცია მომხდარის სხვა ვერსიებსაც განიხილავს.

ნიახურურუს პოლიციის წარმოამდგენლების თქმით, 15 მაისს საღამოს სპორტსმენს ცოლმა სხვა ქალთან შეუსწრო, საძინებლის კარი ჩაკეტა, სადაც წყვილი იმყოფებოდა და სახლიდან გაიქცა. ამის შემდეგ, მათი თქმით, ვანჟირუ აივნიდან გადავარდა.

სამუელ ვანჟირუმ 2008 წელს პეკინში ოლიმპიური რეკორდი
დაამყარა - მარათონული დისტანცია 2 საათში 6 წუთსა და 32 წამში დაფარა. სამუელ ვანჟირუ ჩიკაგოს მარათონის გამარჯვებულიც იყო 2009 და 2010 წელს, 2009 წელს კი ლონდონის მარათონიც მოიგო.

2010 წლის დეკემბერში, ვანჟირუ საკუთარ სახლში ცოლზე თავდასხმის და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. სპორტსმენი თავიდან გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი მისმა მეუღლემ ბრალდებაზე უარი თქვა. ამასთან, ვანჟირუსთვის იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდება მაინც არ მოუხსნიათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული