ყველაზე მარკეტინგულები

AutoSharing Option
ბრიტანულმა ჟურნალმა SportsPro Media-მ ივნისის ნომერში შეაფასა მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა ბოლო სამი წლის მარკეტინგული შესაძლებლობები. კომერციულად ყველაზე მიმზიდველი ათლეტი იამაიკელი მორბენალი უსაინ ბოლტი აღმოჩნდა, რომელმაც პირველი ადგილი ჩამოართვა კალათბურთელ ლებრონ ჯეიმსს.

რეიტინგი შედგენილია დროის ამ მომენტისთვის გაფორმებული სარეკლამო კონტრაქტების მიხედვით. თუმცა კლასიფიკაცია საკამათო და არაერთმნიშვნელოვანია. მაგალითად, შარშან რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ 70-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა კომპანია "ნაიკთან", მაგრამ ამის მიუხედავად, მოკრძალებულ 22-ე ადგილს იკავებს და ბევრით ჩამორჩება ამჟამინდელ პირველ ჩოგანს კაროლინ ვოზნიაცკის. ცნობისთვის, "ნაიკთან" კონტრაქტი სარეკორდოა ჩოგბურთში. მანამდე უფრო სარფიანი ხელშეკრულება
ამერიკელ ვენუს უილიამსს ჰქონდა - "რიბოკთან" 40 მილიონი. შარაპოვა დღეს ყველაზე შემოსავლიანი ჩოგბურთელია - როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალზეც კი. ესპანელი ამ სიაში მე-16 ადგილზეა, ფედერერი კი პირველ ორმოცდაათეულში ვერ მოხვდა.

გამოცემებმა - Sports Illustrated-მა და New York Daily-მ ცოტა ხნის წინ მსგავსი რეიტინგი გამოაქვეყნეს და ის სეროიზულად განსხვავდება ინგლისელების ვარიანტისგან.

ამ სიის ლიდერი ბოლტი ამერიკელების ვარიანტში პირველ 50-ს შორის არ შედის. ორივეგან ტაიგერ ვუდსი და ლებრონ ჯეიმსი ლიდერობენ, რომლებსაც ზურგს უმაგრებს "ნაიკთან" მრავალმილიონიანი ხელშეკრულებები.

1. უსაინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა)
2. ლებრონ ჯეიმსი (აშშ, NBA)
3. კრისტიანო რონალდო (პორტუგალია, ფეხბურთი)
4. ლეონელ მესი (არგენტინა, ფეხბურთი)
5. ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი, ფორმულა-1)
6. კარმელო ენტონი (აშშ, NBA)
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფორმულა-1)
8. მაიკლ ფელპსი (აშშ, ცურვა)
9. კაროლინ ვოზნიაცკი (დანია, ჩოგბურთი)
10. მაჰენდრა სინგჰ დჰონი (ინდოეთი, კრიკეტი)
11. იაო მინი (ჩინეთი, NBA)
12. ჯესიკა ენისი (ბრიტანეთი, მძლეოსნობა)
13. კობი ბრაიანტი (აშშ, NBA)
14. შონ უაიტი (აშშ, სნოუბორდი)
15. დუეინ უეიდი (აშშ, NBA)
16. რაფაელ ნადალი (ესპანეთი, ჩოგბურთი)
17. ნეიმარი (ბრაზილია, ფეხბურთი)
18. ტომ ბრედი (აშშ, ამერიკული ფეხბურთი)
19. ლიუ სიანი (ჩინეთი, მძლეოსონბა)
20. მენი პაკიაო (ფილიპინები, კრივი)
21. რორი მაკილროი (ჩრ. ირლანდია, გოლფი)
22. მარია შარაპოვა (რუსეთი, ჩოგბურთი)
23. ალექსანდრ ოვეჩკინი (რუსეთი, ჰოკეი)
24. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფორმულა-1)
25. ალბერტ პუჰოლსი (დომინიკის რ, ბეისბოლი)
26. რიო იშიკავა (იაპონია, გოლფი)
27. სიდნი კროსბი (კანადა, ჰოკეი)
28. უეინ რუნი (ინგლისი, ფეხბურთი)
29. ტაისონ გეი (აშშ, მძლეოსნობა)
30. კევინ დურანტი (აშშ, NBA)
31. ჯო მაიუერი (აშშ, ბეისბოლი)
32. ენდი მიურეი (ბრიტანეთი, ჩოგბურთი)
33. ლინ დანი (ჩინეთი, ბადმინტონი)
34. ბრაიან უილსონი (აშშ, ბეისბოლი)
35. მარკ კევენდიში (ბრიტანეთი, ველოსპორტი)
36. ტრევის პასტრანა (აშშ, მოტოსპორტი)
37. მარკ სანჩესი (აშშ, ამერიკული ფეხბურთი)
38. დანიკა პატრიკი (აშშ, ავტოსპორტი)
39. ვალენტინო როსი (იტალია, მოტოსპორტი)
40. ანდერსონ სილვა (ბრაზილია, ორთაბრძოლები)
41. დეილ ერნჰარდტი (აშშ, ავტოსპორტი)
42. ლინდსი ვონი (აშშ, მთის თხილამურები)
43. დენ კარტერი (ახ. ზელანდია, რაგბი)
44. ტიმ ტიბოუ (აშშ, ამერიკული ფეხბურთი)
45. სემ ბრედფორდი (აშშ, ამერიკული ფეხბურთი)
46. იუ დარვიში (იაპონია, ბეისბოლი)
47. მესუთ იოზილი (გერმანია, ფეხბურთი)
48. დერონ უილიამსი (აშშ, NBA)
49. იუვრაი სინგჰი (ინდოეთი, კრიკეტი)
50. სამუელ ეტო'ო (კამერუნი, ფეხბურთი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული