საუკეთესოებს - გზა ჩინეთისკენ

AutoSharing Option
საუნივერსიტეტო სპორტის ეროვნული ფედერაციის (პრეზიდენტი ნიკა ამაშუკელი) ინიციატივით საქართველოს უნივერსიადის პროგრამაში წლეულს პირველად შეიტანეს კრივი. შეჯიბრება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში გაიმართა. რინგზე 11 უმაღლესი სასწავლებლის 30-ზე მეტი სპორტსმენი გამოვიდა. წონითი კატეგორიების მიხედვით პირველ ადგილებზე გავიდნენ ადილ ასლანოვი (56 კგ., სტუ), ალეკო ვახტანგიშვილი (60, გორის უნივერსიტეტი), ბაკურ გოგოჭური (64, თავართქილაძის უნივერსიტეტი), ელიზბარ ჯოლოგუა (69, იბერია), რაჟდენ ანიაშვილი (75, გორის უნივერსიტეტი), ჯაბა ხოსიტაშვილი (81, ახალციხის უნივერისტეტი), გია კუხალაშვილი (+91, თავართქილაძის უნივერსიტეტი).

გუნდურ ჩათვლაში 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1
ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი გორის უნივერსიტეტმა დაიკავა. მეორე ადგილზე თავართქილაძის უნივერსიტეტი გავიდა (2 ოქრო, 1 ბრინჯაო), მესამე ადგილი ”იბერიას” (1 ოქრო, 1 ვერცხლი) ერგო.

შეჯიბრებას დაესწრო სპორტის მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს უნივერსიადის შედეგებით დაკომპლექტდება ქვეყნის ნაკრები, რომელიც წლეულს ჩინეთში მსოფლიოს უნივერსიადაში იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული