2. ფეხბურთში. ქართულ ფეხბურთში დიდი სკანდალი აგორდა აზიურ ტოტალიზატორებთან დაკავშირებით. 5 ფეხბურთელი სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
3. ფეხბურთი. სტოკჰოლმში გარდაიცვალა ლეგენდარული მეკარე სერგო კოტრიკაძე.
3. უნივერსიადა. დაიწყო სტუდენტური სპორტული თამაშების დღეები.
6. ჭადრაკი. თბილისში გაიხსნა ქალთა XII ევროპის ჩემპიონატი.
6. ძიუდო. ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ბაქოს გრან-პრი მოიგო.
8. ჩოგბურთი. სოფიო ქვაცაბაიამ სტამბოლის ტურნირი (10 ათასი დოლარი) მოიგო, როგორც ერთეულებში, ასევე წყვილებში.
8. კალათბურთი: შსს-ს კალათბურთელი ბესიკ ლეჟავა მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 1,5 წლით დასაჯეს.
8. ჩოგბურთი. "ფედერაციის თასზე" საქართველოს ნაკრები
11. სუმო. ბულგარულ ვარნაში ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონაში ზაზა ბალაშვილი ჩემპიონი გახდა.
12. წყალბურთი. ევრო-2012-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან 6:16 წააგო.
13. ჩოგბურთი. "დევისის თასის" ევრო-აფრიკის III ზონაში ბოლო ადგილი დაიკავა.
13. კალათბურთი. ზაზა ფაჩულიამ ნბა-ს სეზონი კონფერენციის ნახევარფინალში დაასრულა.
14. ფეხბურთი. XXXIV ტურში "ზესტაფონმა" 4:1 მოუგო "სამტრედიას" და ვადამდე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.
15. სამბო. სოფიაში (ბულგარეთი) უშანგი კუზანაშვილი (57 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ოლეგ იაძის გუნდმა კიდევ 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს.
18. ჭადრაკი. თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლიტველმა ვიქტორია ჩმილიტემ იპირველა. ქართველთაგან საუკეთესოებმა, ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა მე-5 ადგილი გაიყვეს.
18. ფეხბურთი. მომავალ სეზონში ჩემპიონატი ახალი რეგლამენტით ჩატარდება. უმაღლეს ლიგაში გუნდების რიცხვი 12-მდე გაიზრდება.
20. ძიუდო. აღმასკომმა დისციპლინის დარღვევისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა იოსებ წელაურსა და ნოდარ მეტრეველს, კიდევ 3 ძიუდოისტი კი 6-6 თვით ჩამოაცილა სპორტს.
20. ფეხბურთი. თემურ ქეცბაიამ ევრო-2012-ის შესარჩევი მატჩისთვის (ხორვატიასთან) შემადგენლობა დაასახელა.
21. ჭადრაკი. ქუთაისში გამართულ ევროპის ჩემპიონატში სწრაფ ჭადრაკში სალომე მელიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
22. წყალბურთი. საქართველოს ჩემპიონი "ლიგამუსი" გახდა, რომელმაც ფინალური სერიის ორი შეხვედრა მოუგო "თბილისს".
22. სუმო. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მაისის ბაშოზე ვიცე-ჩემპიონობა და "მებრძოლი სულის" პრიზი დაიმსახურა.
23. ჩოგბურთი. ანა ტატიშვილმა კარიერაში პირველად ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირის ძირითად ბადეში. პარიზში ანამ ერთი სეტი მოუგო კიდეც მსოფლიოს მე-11 ჩოგან მარიონ ბარტოლის.
23. ფეხბურთი. "ბასაზე" ხორვატიის ნაკრებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო ეროვნულმა ნაკრებმა.
23. ფეხბურთი. დასრულდა უმაღლესი ლიგის გათამაშება. პირველ ადგილზე "ზესტაფონი" 78 ქულით გავიდა. მეორე ადგილზე "დინამოა" (72 ქულა), მესამეზე - რუსთავის "ოლიმპი" (66).
24. კალათბურთი. საქართველოს ჩემპიონი "არმია" გახდა, მას შემდეგ, რაც საფინალო სერიის მე-4 მატჩში თსუ 65:61 დაამარცხა და სერია 3:1 მოუგო.
24. რაგბი. თბილისში დაიწყო მსოფლიო ალაფის გათამაშება, პირველ მატჩში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კანადა 38:9 დაამარცხა.
25. კალათბურთი. საქართველოში საქმიანი ვიზიტით იყო ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელი არვიდას საბონისი.
25. ფეხბურთი. "დინამოს" მწვრთნელი კახა კაჭარავა კლუბის სასელექციო ჯგუფის ხელმძღვანელად გადაიყვანეს, გუნდს კი უცხოელი სპეციალისტი გაწვრთნის.
26. ფეხბურთი. საქართველოს თასის ფინალში "გაგრამ" დამატებით დროში 1:0 მოუგო ქუთაისის "ტორპედოს".
28. რაგბი. თბილისში გამართულ მსოფლიო ალაფის II ტურში საქართველოს ნაკრებმა (20 წლამდელები) ზიმბაბვე 50:19 დაამარცხა.
29. რაგბი. დავით ქუბრიაშვილი პირველი ქართველი გახდა, რომელმაც "ბარბაროსებში" ითამაშა. ლონდონში "ბარბაროსებმა" 38:32 მოუგეს ინგლისის ნაკრებს. ქუბრიაშვილმა მე-3 ნომერზე I ტაიმი დაჰყო მოედანზე.
29. კალათბურთი. საქართველოს სუპერთასი "არმიამ" მოიპოვა, მას შემდეგ, რაც შსს 79:63 დაამარცხა.
29-30. ფეხბურთი. გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფები. უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება ცხინვალის "სპარტაკმა" და გორის "დილამ" მოიპოვეს.
30. თავისუფალი ჭიდაობა. პლაუენში (გერმანია) მსოფლიოს გუნდურ თასზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა (მწვრთნელი ნუგზარ სხირელი) მე-4 ადგილი დაიკავა.
მოამზადა ნიკოლოზ ნეფარიძემ