ფინიშამდე ორი შეჯიბრებით ადრე

AutoSharing Option
თბილისის სპორტულ ბაზებზე დასასრულს უახლოვდება საქართველოს "უნივერსიადა 2011". კომპლექსური შეჯიბრების დამთავრებამდე მხოლოდ ორ სახეობაშია (ტაეკვანდო და ფრენბურთი) გასამართავი ტურნირები. გუშინ თსუ-ს სპორტდარბაზში ასპარეზობა ძალისმიერ სამჭიდში (წოლჭიმი) გაიმართა.

გუნდურ ჩათვლაში სწორედ მასპინძლებმა იყოჩაღეს - 27 ქულით ყველას აჯობეს. თსუ-ს ათლეტებმა პირად პირველობაშიც გამოიჩინეს თავი - კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლევან ჩოჩია (83 კგ) და ლევან ციციშვილი (93) ავიდნენ. დანარჩენ წონით კატეგორიებში ოქროს მედლები გიგა ბეგიაშვილმა (სტუ, 59), გიგა ჭინჭარაულმა (თელავის უნივერსიტეტი, 66), ზაურ წიქორიძემ (სამედიცინო უნივერსიტეტი, 74) და მიხეილ ბოდაველმა (ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი, 105) მოიხვეჭეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში 15 ოქროს მედლით კვლავ წინაა ილიაუნი. ერთი ოქროთი ნაკლები აქვს სტუ-ს, აგრარული უნივერსიტეტი მესამე ადგილზეა.

ფოტო თამუნა ყულუმბეგაშვილი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული