ნორმაა, ნორმა!
ყველასათვის ცნობილია, რომ ქალები მამაკაცებს ტოლს არაფერში უდებენ. არც ჭიდაობაა გამონაკლისი.
ერთხელ, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში აწონვებს ვხელმძღვანელობდი.
გამოცხადებულ დროს სამ ელექტრონულ სასწორზე დავიწყეთ მუშაობა. მონაწილე, რომელიც აბარებს დადგენილ ნორმას, კენჭისყრით ირჩევს თავის ნომერს. ჰოდა, ერთ სასწორზე მიმიხმეს, სუსტი სქესის წარმომადგენელს 100 გრამით მეტი აქვსო. ჭარბი წონაა აშკარად. ვეუბნები "ნოუ ნორმა,
ამას ნამდვილად არ ველოდი და ავყვირდი: "ნორმა! ნორმა! ჩაიცვი! ჩაიცვი!"
დადგენილ ნორმამდე 100 გრამი აღმოაჩნდა "თადარიგში".
რაო, რა გინდათ? "კნიაზი"?
მახსოვს, ერთხელ მოსკოვში, კურსკის ვაგზლიდან თბილისში ვბრუნდებოდით. კურსკის ვაგზლის ახლოს გასტრონომში შევიარეთ პროდუქტების შესაძენად. მოლარეს სალაროში ქვითრები გამოვარტყმევინე, თან თანმხლებ კოლეგას ვუთხარი: "მე სანამ სხვა რამეებს ვიყიდი, მიდი აი იმ ქერათმიან გოგოსთან (სხვა გამყიდველზე ვანიშნე) და სამი "ბატონი" გამოართვი მეთქი. ისიც ადგა და მივიდა: "დევუშკა, დავაი ტრი გასპადინ". გაოცებულმა გამყიდველმა ჩეკი გამოართვა.
- ჩტო? ჩტო ვი ტრებუიტე?
ამან იფიქრა სწორად ვერ ვუთარგმნეო და ცეცხლზე ნავთი დაასხა:
- ტაგდა... ტრი კნიაზა დავაი...
გამყიდველი ჩაბჟირდა. და რომ ავუხსენი სიამოვნებით შეგვიფუთა "ტრი ბატონჩიკი"... "ნუ შუტნიკი!"
შენ რა გითხარი, ვაჭარო თურქო!
სტამბულში ვართ. ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის პირველობა ტარდება. მსაჯებს ასეთი რამ შეგვემთხვა.
პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრების შემდეგ ავტობუსით ვბრუნდებით სასტუმროში. როცა ავტობუსიდან გადმოვედით კარებში ჩანთებით დატვირთული თურქები დაგვხვდნენ. ისინი კოხტად შეფუთულ პარკებს სულ... სამ დოლარად გვთავაზობდნენ. თითოეულ მათგანში მსაჯის თეთრი მაისური და ხუთი თეთრი წინდა უნდა ყოფილიყო. მათი გახსნის და ნახვის ნება რა დაგვრთეს იმ მიზეზით, რომ პოლიცია უთვალთვალებდათ. მოკლედ, სულ დავუცარიელეთ ჩანთები და სასტუმროს ვესტიბიულში შესვლისას გავსხენით ეს პაკეტები. ყველა მათგანში უხარისხო, დახეული და თვალწასული "დეფექტიანი" საქონელი იდო.
სასწრაფოდ გამოვცვივდით გარეთ, მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ?
მოკლედ, საღამოს, გულის ჯავრზე მსაჯებმა ჭიქის მიჭახუნებით ერთმანეთს ვუსურვეთ, რომ მეტი დანაკლისით ღმერთს აღარ დავესაჯეთ.
ფრთხილად ქართველებო-რადიაციაა!
ჩერნობილის ტრაგედია ახალი მომხდარია. მაშინდელმა სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობამ - "ნუ გეშინიათო" მსოფლიოს ყურადღების მისაქცევად ჩერნობილთან ახლოს დანიშნეს სსრკ თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, თან გაგვაფრთხილეს, რომ ყველა უმაღლესი კატეგორიის მსაჯს უნდა მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსაჯებსაც და ფალავნებსაც გამოიყვანდნენ ნაკრების შემადგენლობიდან.
მოსკოვშივე გაგვაფრთხილეს, რომ გომელში ონკანის წყლით არ გვესარგებლა, ქალაქში ნაკლებად გვემოძრავა და შხაპიც კი... არ მიგვეღო. საშინელ დღეში ვართ. სერიოზულად გაგვაფრთხილეს, რომ შავი ღვინო მიგვეღო.
ჩვენც იოდიზირებული წყლით და შავი ღვინით (არ გვექნებოდა?) "შეიარაღებულები" ჩავედით გომელში.
მიუხედავად გამაფრთხილებელი კონსულტაციებისა, დარბაზში სულ მალე თავბრუსხვევა და გულისრევა დაგვეწყო, ყველას. რამოდენიმე მონაწილე ასპარეზობასაც კი გამოეთიშა.
როგორც გაირკვა, დარბაზის შემინული მხრიდან რადიაცია გვასხივებდა. შემინულ მხარეს სქელი ფარდები ჩამოაფარეს და გვირჩიეს ტანზე იოდის უჯრედები გაგვეკეთებინა და "ცოტაოდენი ალკოჰოლიც" მიგვეღო. ჰოდა, ჩვენც შეჯიბრება კარგად გვარიანად (ქართველების "ცოტა" იცით) შეჭუკჭუკებულებმა ჩავატარეთ. ქვემძიმე წონაში პირველი ადგილი "შეზარხოშებულმა" ლერი ხაბელოვმა აიღო.
ჩვენ კი ალბათ პირველები ვიყავით, რომ ასპარეზობის დრო "ქეიფის" უფლება მოგვცეს და დისკვალიფიკაცაზე არც არავის გავხსენებივართ. არა, რაა ცუდი კაცმა რომ თქვას-რადიაციაში?
"როზი" ატ გრუზინა!"
პოლონეთის ქ. ლოძში ტრადიციული დიდი საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა თავისუფალი ჭიდაობაში. ერთ-ერთ შეჯიბრებაზე საქართველოს მოჭიდავეთა დელეგაციას მე ვხელმძღვანელობდი.
მძიმე წონაში ჩვენი გუნდის ინტერესებს მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის ჩემპიონი ნოდარ მოდებაძე იცავდა.
ჩვენმა ფალავანმა თანმიმდევრობით დაამარცხა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, პოლონელი ა. სანდურსკი, უნგრელი ევროპის ჩემპიონი ი. ბალა; რუმინელი მსოფლიო ჩემპიონი შიმონი და შეჯიბრების დამთავრებამდე ერთი დღით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა.
საღამოს სასტუმროში ვახშმობის შემდეგ მე და ნოდარი მასპინძლებმა ღამის "სტრიპტიზ ბარში" დაგვპატიჟეს.
შუაღამისას, მიმზიდველმა ქალბატონმა ურიკაზე დამაგრებულ-დამონტაჟებული ვარდებით სავსე კალათები შემოაგორეს.
ნოდარი გამარჯვებისგან გამოწვეულ ეიფორიაშია. სულ არ დაგიდევთ სადაა და სად ზის და თავის გამარჯვების აღსანიშნავად თითოეულ იქაურ ქალბატონს (ბარში ვინც იმყოფებოდა) თითო ვარდი "შეუძინა" "ოტ გრუზინსკავა ბარცა".
რაც ზლოტები და დოლარები ჰქონდა პირწმინდად იქ დაატოვებინა "ურიკიანმა" ქალმა.
რაღაც თანხა მც დავუმატე თორემ აშკარად "ვიწვებოდით", რადგანაც თურმე იქ თითო ვარდი ღამსი ბარში, ქუჩასთან შედარებით 10-ჯერ მეტი ღირდა.
ჩაშხამდა ის ჩემპიონობა.
რაც სახლიდან "საყიდლები" დააბარეს სულ ვარდებში "დაიფშვნა". მეორე დღეს მეხვეწებოდა, "თბილისში ეს იაღლიში არ წამოგცდეს, ვითომ ფული გზაში დამეკარგაო".
სასიკვდილოა!!!
1975 წელია.
როგორც საერთაშორისო არბიტრები ჭიდაობაში, მე და ანზორ გვიმრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგვავლინეს ქ. სანტიაგოში.
აქ ერთდროულად ტარდებოდა ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
სასტუმროდ სამოთახიანი კოტეჯი შეგვირჩიეს. დაძინების წინ კედელზე დამაგრებულ რეგულატორს დავუწყე გასინჯვა. ვაი ამ გასინჯვას!..
შუაღამისს ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია მოკლედ-"ტაშკეტია" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თავი ორთქლის აბანოში გვგონია. ვარ ოფლის წურვაში.
- რა ქენი ბიჭო, რას მოკიდე ხელი?-მეკითხება უზომოდ შეწუხებული ანზორი. - ვუჩვენე ის, რის მიზეზითაც ასე გადავხურდით.
- ახლავე გადმოატრიალე უკან-იყო გასავათებული კაცის (ანზორის) ბრძანება.
ასეც მოვიქეცი.
15 წუთში ისეთი სიცივე დატრიალდა ნომერში, რომ კბილებიდან პლომბები გადმოგვცვივდებოდა, იღბლად-არ გვქონდა დაპლომბილი კბილი არც ერთს. ანზორმა რვეულის ფურცელზე ინგლისურად დაწერა-"არ მიეკაროთ, სასიკვდილოა!" და რეგულატორს მიაკრა.
არ გეპატიებათ, არა!
1959 წელია. მოსკოვში ტარდება სსრკ II სპარტაკიადა. უძლიერესი ნაკრებით წარვსდექით.
ჩვენმა მოჭიდავეებმა შესაშური წარმატებით ჩაატარეს ჩემპიონატი.
სასტუმროში დაბრუნებულებს ავტობუსთან ერთ-ერთი ჩვენი მინისტრი შეგვხვდა:
- როგორ იასპარეზეს ბიჭებმა?-ეკითხება მწვრთნელ პეტრე იორადანაშვილს.
პეტრე მიხვდა, რომ მინისტრი ჭიდაობის გაგებაში არაა და მხოლოდ პირად ამბიციებს იკმაყოფილებდა "პაეზდკით!"
- შვიდი ჩვენ გავიტანეთ (ვითომ ფეხბურთი იყო) - ერთი მოწინააღმდეგემო - პეტრემ.
- რაო?-"აღშფოთდა" მინისტრი - ის ერთიც როგორ გაატანინეთ, მე თქვენ მოგივლით თბილისშიო... მალე გადააყენეს ის კაცი. ისე-ასეც უნდა მომხდარიყო-ლოგიკით.
მურმან მერკვილიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"