62 ჰოთ-დოგი 10 წუთში

AutoSharing Option
ნიუ იორკში, კონი აილენდზე 96-ედ გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი ჰოთ-დოგების ჭამაში. მამაკაცებს შორის სპორტის ამ სახეობას ბოლო წლებში გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს - ამერიკელი ჯოი ჩესტნატი, რომელმაც ზედიზედ მეხუთედ მოიგო პლანეტის პირველი "ჰოთდოგისტის" ტიტული.

ჩესტნატს ჰოთ-დოგის მირთმევის თავისებული ტექნიკა აქვს - ერთ ჯერზე ორ პორციას მიირთმევს, თუმცა მანამდე პურს წყალში ალბობს. ამ ტექნიკის წყალობით მან 10 წუთში 62 ჰოთ-დოგი შეჭამა - ცხრით მეტი, ვიდრე მისმა უახლოესმა მდევარმა, ჩიკაგოელმა პეტ ბერტოლეტიმ.

სხვათა შორის, ჩესტნატი მსოფლიოს რეკორდსმენი გახლავთ - 2009 წელს იმავე ათ წუთში
68 ჰოთ-დოგს მოერია. ჯოიმ ჩემპიონობის სანაცვლოდ 10 ათასი დოლარი დაიმსახურა.

ჩემპიონატის 16 მონაწილებად 13 ამერიკელი იყო და სამი ჩინელი. ეს მათი დებიუტი გახლდათ, რომელიც მეტად წარუმატებელი გამოდგა - აზიელებმა ბოლო სამი ადგილი დაიკავეს. მათგან საუკეთესომ 10 წუთში მხოლოდ 21 ჰოთ-დოგი შეჭამა.

პარალელურად ქალებს შორისაც გაიმართა შეჯიბრი. დრო და საპრიზო ფონდი იგივე იყო. ცხრა მონაწილეს შორის საუკეთესო აღმოჩნდა სონია ტომასი, რომელმაც 40 ჰოთ-დოგი მიირთვა. მას კონკურენტი არ ჰყოლია, რადგან მეორე ადგილზე გასულ ჯულიეტ ლი 29 ჰოთ-დოგზე შეჩერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული