ველოტრიალი

AutoSharing Option
ველოტრიალი (ველო + ინგლ. ტრიალ - ცდა, მცდელობა). ველოსიპედით რბოლის ნაირსახეობა, ბუნებრივ და ხელოვნურ წინაღობათა გადალახვა.

ველოტრიალის ისტორია XX საუკუნის 70-იან წლებიდან იწყება. სპორტის ახალი სახეობა თითქმის ერთდროულად განვითარდა ესპანეთში, ინგლისსა და ამერიკაში. მის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება ტეხასელი მოტომრბოლელი ედი კესლერი, რომელმაც თავის კოლეგებს მოტოსპორტში დაოსტატებისთვის პირველმა შესთავაზა ველოტრიალში ვარჯიში.

1981 წელს კესლერმა გამოაქვეყნა ველოტრიალის 12-გვერდიანი სახელმძღვანელო, ესპანელმა პედრო პიმ კი ერთი წლით ადრე შექმნა 20-დუიმიანი "მონტესა" - პირველი ველოსიპედი ტრიალისთვის. იმავე 1980 წელს გაიმართა პირველი საერთაშორისო შეჯიბრება, 1982 წელს
კი - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. დღეისათვის ველოტრიალი ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სახეობაა.

შეჯიბრებები იმართება სექტორებად დაყოფილ სპეციალურ ტრასებზე. მონაწილენი ცდილობენ სწრაფად და უშეცდომოდ დაძლიონ სხვადასხვა წინაღობა: ტალახი, ქვა, წყალი, ქვიშიანი ფლატე, ბექი, მორი, ტუმბო, პარაპეტი და ა.შ. დრო ლიმიტირებულია - 3-3- წუთი თითოეულ ეტაპზე. სპორტსმენი საჯარიმო ქულებით ისჯება დროის გადაცილებისთვის, მიწაზე ან წინაღობაზე ფეხით, ხელით ან სხეულის სხვა ნაწილით შეხებისთვის, ტრასიდან გასვლისთვის, მარშრუტის შეცვლისთვის და ა.შ.

ტრიალისთვის განკუთვნილი ველოსიპედები ორი კლასისაა: პირველი აერთიანებს ე.წ. ჰარდტეილებს - ჩვეულებრივ სამთო ველოსიპედებს, მეორე კი ერთსიჩქარიანი, სპეციალიზებული და დაბალთვლიანი ველოსიპედების კლასისაა და მხოლოდ ტრიალში გამოიყენება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული