უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოში უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო, სადაც 26 მარტს ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა.

თასმა ბათუმის ქუჩები "კოკა-კოლას" ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოიარა და ევროპის მოედანს მიადგა, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა ყველასათვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა მომღერლებმა და ბენდებბმა მიიღეს, მათ შორის, ნუცა ბუზალაძემ, სალიომ, ანსამბლმა "შვიდკაცამ", სოფო ხალვაშმა და სხვადასხვა ადგილობრივმა ბენდმა.

ჩემპიონატის მთავარი სიმბოლო მოედანზე ტურნირის ელჩმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა შემოიტანა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით
მუჯირმა და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მიმართეს.

ბათუმიდან თასი მესტიაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, 2 მაისს, ტურნირის კიდევ ერთ მასპინძელს, ქუთაისს ესტუმრება. ქუთაისიდან მოგზაურობა ამბროლაურსა და ყაზბეგში გაგრძელდება. თასის ბოლო გაჩერება კი ჩემპიონატის მასპინძელ თბილისში იქნება. საქართველოს მასშტაბით, ევროპის ჩემპიონატის თასი ტურნირის ადგილობრივი სპონსორის, "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიის" ჯადოსნური ქარავნით იმოგზაურებს.

შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

GFF

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან დიდი მოვლენა, აღიარება და დაფასებაა ქვეყნისათვის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობა. ვულოცავ მთელს საქართველოს ამ ზეიმს!!
ირაკლი
18:41 27-03-2023
0
სტადიონებE რა ხდება გააკეთEთ ერთი მიმოხილვა როგორ მოდის სამუშAოები რა გახდა ან რა ეტაპზეა
cotne
19:53 27-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული