ექსტრემალური სალტოს გასაკეთებლად აარონმა სკეიტ პარკის მონაკვეთზე სასურველი სისწრაფე აკრიფა, ტრამპლინზე ავარდა და შესანიშნავი სალტო შეასრულა.
პირველად ახალგაზრდამ, რომელიც ხერხემლის თიაქარის გამო იძულებული გახდა ინვალიდის ეტლში ჩამჯდარიყო, სალტო 2006 წელს შეასრულა. სალტოს ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს, თუმცა ამჯერად ყველაფერი ოფიციალურად დაფიქსირდა.
"ეს ნამდვილი ფანტასტიკაა. ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ აარონი პირველია, თუმცა დღეს მან მსოფლიო რეკორდი ოფიციალურად დაამყარა", - განაცხადა
რეკორდის რეგისტრაციის დღეს აარონი რამდენჯერმე დაეცა, მაგრამ თავის დარტყმისგან მას ჩაფხუტი იცავდა. სანახაობის საყურებლად მოსული ადამიანები ახალგაზრდას გულშემატკივრობდნენ, რაც მას ძალას მატებდა.
"დიდ მადლობას ვუხდი ყევლა იმ ადამიანს, რომლებიც მხარს მიჭერდა", - თქვა 16 წლის ექსტრემალმა.