15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 39 მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა კიშინიოვში (მოლდოვა), ევროპის ჩემპიონატზე, დიდი წარმატებით იასპარეზა. ჩვენმა გოგონებმა და ბიჭებმა 13 მედალი მოიპოვეს, ცალკეულ დისციპლინების გათვალისწინებით - 39! მოპოვებული მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 15 წარმომადგენლიდან უმედლოდ არავინ დარჩენილა.

15-წლამდელებიდან ჩემპიონები გახდნენ დიმიტრი აბრალავა (61 კგ), ჯუმბერ ბეკოშვილი (89 კგ) და ჯაბა ტყეშელაშვილი (96 კგ). მეორე ადგილი დაიკავა ნიკა ჯიქიამ (81 კგ), მესამე ადგილი ერგო მიხეილ ახალაძეს (+102 კგ).

17-წლამდელებიდან ოქროს მედლები მოიპოვეს ლევან ოჩიგავამ (81 კგ), საბა
ადამიამ (102 კგ) და ირაკლი ვეკუამ (+102 კგ). ვერცხლის მედლებით დაასრულეს ასპარეზობა გოგა ჯაჯვანმა (73 კგ) და გივი დარსაველიძემ (+102 კგ). ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა ლომაშვილმა (61 კგ). გოგონებიდან ამავე ასაკობრივ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა მარიამ მურღვლიანმა (81 კგ), ბრინჯაოს მედალი ერგო ნანა ხორავას (76 კგ).

აკვრაში მოპოვებული ბრინჯაოს მედლებით საქართველოს ნაკრების წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს ლუკა სილაგაძემ (89 კგ) და რევაზ მილდიანმაც (67 კგ).

წყარო: საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაღაც სპორტში რომ 39 მედალს იგებ ესეგი ის სპორტი არაფრად ღირს, მეც წაგეყვანეთ ბარემ იქნებ რამე მომეგო
semi
16:22 14-07-2023
7
ცხენ ბურთის გუნდი არ გვყავს?
კიკი
20:33 14-07-2023
2

სიახლეები პოპულარული