საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სლოვენიიდან სამშობლოში დაბრუნდა

AutoSharing Option
გამთენიისას სლოვენიიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

ოლიმპიურ დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
მარიბორში დასრულებულ ევროპის რიგით XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი 3X3, ველოსპორტი - საგზატკეცილო, ველოსპორტი - სამთო, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი) იასპარეზა 31-მა სპორტსმენმა.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 48 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა.

ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: შოთა ბაჩოშვილი (ძიუდო, -50 კგ), მერაბ სამადაშვილი (ძიუდო, -55 კგ), მათე გველესიანი (ძიუდო, -66 კგ); ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: გიორგი ბენდელიანი (ძიუდო, -81 კგ) და საბა გველესიანი (ძიუდო, -90 კგ); ძიუდოისტმა შოთიკო გოჩიაშვილმა (+90 კგ) და ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, საქართველოს ძიუდოს ვაჟთა და გოგონათა შერეული ნაკრები გუნდი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანუ ძიუდო რომ არა კინკილა ბრინჯაო იქნებოდა ნადავლი.მადლობა ძიუდოისტებს,მაგრამ ინდივიდუალურ სახეობებში ძიუდოს და გარკვეულწილად ძალოსნობის გარდა არაფერში არ ვვარგივართ...
Master
01:48 01-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული