ავსტრიელმა ალპები ერთბორბლიანი ველოსიპედით გადაკვეთა

AutoSharing Option
ავსტრიელმა ექსტრემალმა სპორტსმენმა დავიდ ვაიხენბერგმა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია დაუნჰილში (მთის ბუნებრივი რელიეფიდან სწრაფი დაშვება) ალპების გავლა ერთბორბლიანი ველოსიპედით შეძლო.

სპორტსმენმა სტარტი 19 ივლისს ბავარიის ჩრდილოეთით მდებარე ალპზეს ტბიდან აიღო და მარშრუტი 31 ივლისს სამხრეთ იტალიაში გარდაზეს ტბასთან დაასრულა. მთლიანობაში მარშრუტის სიგრძემ 400 კილომეტრი შეადგინა.

ყველაზე რთული მონაკვეთი ექსტრემალისთვის იტალიის საზღვართან ტიროლში მდებარე რელიეფური ზონა აღმოჩნდა.

ფინიშამდე მისვლისას ვაიხენბერგმა განაცხადა, რომ რამდენიმე იდეა აქვს ახალ მარშრუტთან დაკავშირებით, თუმცა პირველ რიგში დაისვენებს და მიღწეული შედეგით დაკმაყოფილდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული