დელფინმა ვალდესს გოლი გაუტანა

AutoSharing Option
მაიამის ოკეანარიუმის დელფინმა ესპანური საფეხბურთო კლუბის "ბარსელონას" გოლკიპერს ვიქტორ ვალდესს გოლი გაუტანა. დელფინმა წარმატებით შეასრულა თერთმეტრიანი დარტყმა და ბურთი კარის მაღალ მარცხენა კუთხეში გაუშვა, რომლის მოგერიება ვალდესმა ვერ შეძლო.

"ბარსელონას" ფეხბურთელები მაიამის ოკეანარიუმს ამერიკაში მიმდინარე ტურნეს ფარგლებში ესტუმრნენ. კლუბის რამდენიმე ფეხბურთელმა დელფინებთან ერთად იცურავა და ოკეანარიუმის ერთ-ერთმა დელფინმა პენალტებიც კი შეასრულა. შეძლო თუ არა ვალდესმა თუნდაც ერთი დარტყმის მოგერიება, ჯერჯერობით უცნობია.

ამერიკის ტურნეს ფარგლებში კატალონიური კლუბი კიდევ 4 შეხვედრას ჩაატარებს. 4 აგვისტოს ესპანელები მექსიკურ "ჩივასს" დაუპირისპირდებიან, ხოლო 6 აგვისტოს მეხიკოს
"ამერიკას" შეხვდებიან.

2011-12 სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს "ბარსელონას" ფეხბურთელები 14 აგვისტოს ესპანეთის სუპერთასისთვის მადრიდის "რეალთან" გამართავენ.

მომზადებულია abc.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული