იოჰან ელიაში (FIS): „დიდი წარმატებით შეძლეს საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება და ეს ფაქტი გვარწმუნებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია!“

AutoSharing Option
2023-24 წლის ზამთრის სეზონზე ბაკურიანი და გუდაური საერთაშორისო
სათხილამურო ფედერაციის (FIS) 3 მასშტაბურ სპორტულ ასპარეზობას უმასპინძლებს.

ბაკურიანში უკვე დასრულდა ფრისტაილის მსოფლიო თასის ეტაპები - მოგულისა და
დუალ მოგულის დისციპლინაში, რომელიც კომპანია "სილქნეტის" მხარდაჭერით 22-23
დეკემბერს მიმდინარეობდა.

"სილქნეტი" მეორე ათეული წელია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის
გენერალური სპონსორია. "სილქნეტის" მხრიდან თანმიმდევრულმა მხარდაჭერამ
ფედერაციას გაუხსნა გზა საერთაშორისო ასპარეზზე. შედეგად, 2023 წელს საქართველოს
ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით ჩატარდა, რამაც განაპირობა
საქართველოს მოხვედრა FIS-ის კალენდარში. დღეს ჩვენი ქვეყანა შვეიცარიის,
საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის, კანადის და
სხვა წამყვანი სათხილამურო
ქვეყნების გვერდით იკავებს ადგილს.

„მე მქონდა ბაკურიანში სტუმრობის სიამოვნება და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი
იყო. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ახალი ცენტრია ზამთრის სახეობების
ღონისძიებებისათვის. აქ დიდი წარმატებით შეძლეს საქართველოში პირველი
მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. ეს ფაქტი გვარწმუნებს, რომ ყველაფერი
შესაძლებელია. ამიტომაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მსოფლიო
ჩემპიონატის ყველა ორგანიზატორს, რადგან მათ არაჩვეულებრივად გაართვეს თავი
საქმეს", - განაცხადა FIS-ის პრეზიდენტმა იოჰან ელიაშმა.

R
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრა გავიზარდეთ ყველა მიმართულებით.
წინ,საქართველო!!!
ვაჰმე
18:33 03-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული