ექთანი ტაისონი

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი მძიმეწონოსანი მაიკ ტაისონი აგრძელებს კეთილი საქმეების კეთებას. ამჯერად, მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა ექთნად იმუშავა ერთ-ერთი საავადმყოფოს ღარიბი პაციენტების განყოფილებაში.

ეს აქცია რეალიტი-შოუს - Same Name-ის ("სეხნიები") ეგიდით ჩატარდა, რომელიც ტელეარხ CBS-ზე გადის. ამ პროექტში ცნობილი სახეები დროებით უცვლიან პროფესიას საკუთარ სეხნიებს.

ტაისონის სეხნია (უნდა ემთხვეოდეს გვარიც და სახელიც) მიჩიგანის შტატის ქალაქ ზილანდში ცხოვრობს. რეალიტი-შოუს ეგიდით მან სიმბოლური საკრივო ორთაბძოლა გამართა სპორტსმენ ტაისონთან, შემდეგ კი თავისი ადგილი დაუთმო საავადმყოფოში მოკრივეს. ამ აქციიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა.

როგორც გამოცემა Detroit Free
Press წერს, პროგრამა Same Name ტაისონის მონაწილეობით CBS-ის არხზე 7 აგვისტოს გავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული