"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
რაიონში ვიზრდებოდი და მე ვერ შევძელი ძროხის მოწველა. ამ საქმეს ძალიან დიდი ფიზიკური რესურსი ჭირდება. ზოგს აქვს და ზოგს არა. ასეთი აღნაგობის, სიფრიფანა ქალისთვის ეს იქნებოდა ძალიან დიდი დატვირთვა. ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს რისი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები აქვს. მართალია ის შეფასება, რომ ის მარტო ოჯახს ეკუთვნოდა, არამედ ასეთი ადამიანები ერის საჩუქარია. ასეთებს უნდა გაუფრთხილდეს ოჯახიც და საზოგადოებაც.
Manana
21 თებერვალი 2024 17:39
10
ეს ქალი (თამარ.. ვიღაცა) ცოტა ალაოდ ხომ არაა.. მე ოპერა ძალიან მიყვარს მარა კაცთმოძულე ფემინისტები უფრო მეჯავრება!
ხალხო
21 თებერვალი 2024 14:16
34
ამ შემთხვევაში ფემინიზმი და კაცთმოძულეობა რა შუაშია
ბს
21 თებერვალი 2024 14:50
11
და ამან რა იცის სხვის ოჯახში რა ხდებოდა აა? მაგრამ ესეთ თავში ავარდნილ ვითომ მართლა სოპრანოებს და ვიღაცეებს ვერ წარმოუდგენია რომ ცნობილ პიროვნებას საჯაროობა არ მოსწონდეს. ამათ შეხედე რა მართლა როგორ უვარდებიან ხალხს ოჯახებში.თქვენი კომპლექსიანი შუბა დავხიე მე.
kesha
21 თებერვალი 2024 12:46
51
სამწუხაროდ ყველაფერი მართალია, ამის შესახებ ნახევარმა თბილისმა იცის
აკა
21 თებერვალი 2024 12:52
18
რა სიყვარულია ის, რომ შენი ეგოისტური მიზნების გამო 17 წლის უმშვენიერესი ქალაქელი გოგო, რომელსაც საუკეთესო კარიერა ელოდა წინ ყველაფერს მოწყვიტო და სოფელში ძროხების მწველავად გაუშვა. დავიჯერო ახლა თვითონ ამ დროს ყანას თოხნიდა? ეს სიყვარული კი არა სადისტური დასჯაა! თუ მისი მსახიობობა არ უნდოდა. ხომ შეიძლებოდა სადმე სხვაგან ემუშავა და არა სოფლის ბოსელში ! მაგრამ ეს კაცი, როგორც ვიცი, მანაიკალური თვისებებით გამოირჩევა და ისინიც ვინც მას ამართლებთ განურჩევლად სქესისა ფარული სადისტები ხართ ! საინტერესო თქვენს ქალიშვილს, თუ გყავთ, თუ უსრვებდით ასეთ ბედს?!
Tazo
22 თებერვალი 2024 18:06
18
თუ მომხიბლავი ქალი თვითონ ირჩევს ოჯახს, ქმარს ნუ გაკიცხავთ, თანაც ეს გოგო უპატრონო არ ყოფილა, ვინ დააჩაგვრინებდა ქმარს
ნანა
21 თებერვალი 2024 14:33
29
წაიკითხეთ მისი დედის ინტერვიუ. ლაპარაკობდა ხათუნას დედა ყველაფერზე. რა გამოიარა მისმა შვილმა.
Hjh
21 თებერვალი 2024 14:40
8
რახან თქვენ იტყვით მაშინ გავიქცევით და ჩამოვხსნით! თქვენს შიდა საქმეებს მიხედეთ! სხვის ცოლ-ქმრული საქმეების შეფასებას შეეშვით! შეიძლება ბევრი რამე თქვენი ცხოვრებიდანაც არ მომწონდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს გადმოვდგე და ვიღაღადო საქვეყნოდ! ადამიანი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან სიტყვა, კრინტი არ დაუძრავს თავის ქმარზე მრუდედ, თქვენ კიდევ გადაუარ გადმოუარეთ ერთსაც და მეორესაც! რა უფლებით!? ახლო ნათესავიც არა ბრძანდებით!
მწვრთნელი
21 თებერვალი 2024 12:37
31
თანაც 17 წლისა რომ მოიყვანა, იმ დროს, ეგაც დანაშაული იყო და ციხე ეკუთვნოდა
მორიელი
21 თებერვალი 2024 19:56
11
სასწრაფოდ ამოვთხაროთ დ გ. და ლინჩის წესით გავასამართლოთ ნიჩბები,ნიჩბები ნიჩბები ჩქარა...
ნატა ნინია იბერიონი
23 თებერვალი 2024 08:15
3
საწყალი ქართველი ქალები, ისეთი "დაჩაგრულები" არიან ქართველი ქმრებისგან, რო პირდაპირ "ჩადრებით" დადიან, რადგანაც ქმრები "აიძულებენ" ,არა კოლექტიურო თამრიკოებო? ეხლანდელ 21-ეე საუკუნის აშარაშკა ქალებს, ვინმე დაჩაგრავს? აქეთ ჩაგრავენ კაცებს,თავიანთი აგრესიული ხასიათებით. ვერა ხედავთ "შტანგებსაც წევენ" უკვე!
ასეა!
21 თებერვალი 2024 14:54
35
საქმეც მაგაშია, რომ აშარაშკა ქალებს ფეხქვეშ ეგებიან, წესიერ მშვიდ და მოსიყვარულე ქალებს კი აჩმორებენ და თუ დაჩმორება ვერ აიტანა და გაშორება გაბედა კლავენ. ლამის დღე არ გავა, რომ ასეთი მკვლელობის ამბავი არ გავიგოთ. ქალების მხრიდან ქმრის მკვლელობის მაგალითები კი - ერთი მაგდა პაპიძეა. რა ქალს არ შეუძლია მოკლას, თუ ქალებს არააქვთ ამის მიზეზი? ასე რომ, მოკეტეთ.
ჰაჰაჰა
21 თებერვალი 2024 15:30
8
უცოდველო ივერიელო! რატომ ატლიკინებ ენას? რა შენი საქმეა, სხვისი ოჯახის საჯაროდ გამოტანა? უბრალოდ მაგარი ჭორიკანა, ბაზრის დედაკაცი ხარ!
,,,,,,,,
21 თებერვალი 2024 15:20
20
ყველა გამოხმაურება
ამ ქალის ზუსტი დიაგნოზი თუ გაინტერესებთ, ნებისმიერ ფსიქიატრს აჩვენეთ მისი ფოტო.
ქ. გ.
21 თებერვალი 2024 13:10
49
მართალია!
ლავრენტი
21 თებერვალი 2024 12:29
14

სიახლეები პოპულარული